ბარსელონას პრიორიტეტი კალიდუ კულიბალია | MD

"ბარსელონას" სატრანსფერო პრიორიტეტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე. ბოლო ცნობით, რომელსაც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს, ჩავის ნომერ პირველი სამიზნე "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალია.
"ბარსელონას" კულიბალის შეძენა დიდი ხანია, უნდა, საუკეთესო დრო კი ამისთვის ახლაა.
აქამდე არსებული ინფორმაციით "ნაპოლი" 30 წლის მცველს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელეოდა. თუმცა ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება და თუ ის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს იტყვის, ნეაპოლელები იძულებულნი იქნებიან, მიმდინარე წელსვე იაფად, 25-30 მილიონად გაყიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაღალი დონის ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებენ.
Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსელონას" პრიორიტეტი სწორედ კულიბალია, ხოლო ჟიულ კუნდე და ალესიო რომანიოსი მისი ალტერნატივები არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]