ლევანდოვსკიმ ბაიერნს აცნობა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს | BILD

რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსელონაში" გადმოსასვლელად "ბაიერნზე" ზეწოლის მოხდენა დაიწყო.
BILD-ის ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელმა გასულ კვირაში მიუნხენურ კლუბს აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში გუნდის დატოვება სურს. "რეკორდმაისტერმა" ლევანდოვსკის გაშვებაზე ფიქრი სწორედ ამიტომ დაიწყო. გერმანული გამოცემის მტკიცებით, თუ "ბაიერნს" პოლონელის გაშვებით სარგებლის ნახვა სურს, მას სეზონის ბოლოს უნდა შეელიოს, ვინაიდან რობერტს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. წყაროს თანახმად, მოსალოდნელია, რომ მიუნხენელები ლევანდოვსკის 35-40 მილიონ ევროდ გაუშვებენ.
"ბაიერნის" ლიდერის მიზანი "ბარსელონაში" გადასვლაა. პოლონელმა იცის, რომ კატალონიური კლუბი 3-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რაც მისთვის მისაღებია.
ფაბრიციო რომანო დასძენს, რომ "ბლაუგრანა" დანებებას არ აპირებს და ლევანდოვსკის ხელში ჩასაგდებად ბოლომდე იბრძოლებს. იტალიელი ჟურნალისტი პროცესის დიდხანს გაგრძელებას ვარაუდობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]