ბარსელონა ხელშეუხებლად მხოლოდ 6 ფეხბურთელს განიხილავს | Goal

გუშინ მოულოდნელად გავიგეთ, რომ "ბარსელონა" ფრენკი დე იონგს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვებას უპირებს, რითაც კლუბის რთულ ეკონომიკური მდგომარეობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
"ბარსა" ფინანსური სიტუაციის გამოსწორებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობს - კლუბი CVC-ის შეთანხმებასთან შეერთებას, ასევე Barca Studios-სა და BLM-ის წილების გაყიდვას აპირებს, თუმცა ფეხბურთელების გასხვისება მაინც საჭიროა. დე იონგის გაშვება მხოლოდ მცირე დახმარება იქნება.
Goal-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მოთამაშეების 80%-ზე შეთავაზებებს მოისმენს. ხელშეუხებელნი მხოლოდ რონალდ არაუხო, ერიკ გარსია, გავი, პედრი, ფერან ტორესი და ანსუ ფატი არიან.
თავდაპირველი ინფორმაციით, "ბარსა" ფრენკი დე იონგს 70-80 მილიონ ევროდ ყიდდა, თუმცა როგორც Goal იტყობინება, კატალონიელები 50-60 მილიონიან შეთავაზებასაც განიხილავენ.
ნიდერლანდელს წასვლა არ სურს, მის გაშვებას არც ჩავი ერნანდესი ემხრობა, თუმცა კლუბს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]