ოფიციალურად: ერიკ გარსია საოპერაციოა

"ბარსელონა" ერიკ გარსიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კატალონიური კლუბის ცნობით ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს მარჯვენა ხელის ცერა თითზე ოპერაცია ჭირდება.
ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა ხვალ, პარასკევს ჩაუტარდება. დამატებითი ინფორმაცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ ეს დიდი პრობლემა არ იქნება, რადგან ხელის ცერა თითის ტრავმა ფეხბურთელს თამაშში ხელს დიდხანს ვერ შეუშლის. თანაც გარსია "ხეტაფესთან" კვირას გასამართ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ისედაც ტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]