ხეტაფე-ბარსელონა - მსაჯი ცნობილია

ხეტაფე-ბარსელონა - მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩების მსაჯების ვინაობა ცნობილია.

37-ე ტურში "ბარსელონა" "ხეტაფეს" ეწვევა და ქულის აღების შემთხვევაში მე-2 ადგილს გაინაღდებს.

ამ შეხვედრის განსასჯელად ფეხბურთის ფედერაციამ გამოცდილი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო მიავლინა.

"ბარსელონაში" მანსანო ძალიან არ უყვართ. კატალონიური გუნდის ქომაგები მას "ბლაუგრანას" საწინააღმდეგო არაერთ უსამართლო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ, რის მიზეზადაც ხესუს ხილის "რეალის" გულშემატკივრობას ასახელებენ.

მანსანომ ესპანეთის მე-3 ლიგაში მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 3 წლის შემდეგ ის მე-2 დივიზიონში, კიდევ 3 წლის შემდეგ კი პრიმერაში დაწინაურდა. 2014 წლიდან ხესუს ხილ მანსანო FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში მანსანო თამაშში საშუალოდ 27.3 ჯარიმასა და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის ფეხბურთელებს თამაშში საშუალოდ 5.56 ყვითელ (მე-4 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.26 წითელ (მე-8 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს უჩვენებს.

"ბარსელონას" შეხვედრაში მანსანოს მონაწილეობა 30-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 18 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდათ. მოგების 60%-იანი მაჩვენებელი "ბარსელონასთვის" საკმაოდ დაბალია. შედარებისთვის, "რეალმა" მანსანოს მიერ განსჯილი შეხვედრების 78% მოიგო. გასაკვირი არაა, რომ "ბარსას" გულშემატკივრები ამ არბიტრს ერჩიან.

ხესუს ხილ მანსანომ "ბარსელონას" ფეხბურთელები მოედნიდან 8-ჯერ გააძევა, მეტოქის კი - 6-ჯერ. დანიშნული 11 პენალტიდან 6 "ბარსას" სასარგებლოდ იყო. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ არბიტრს "ბლაუგრანა" დიდად არ უყვარს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანსანომ შეუძლებელი შეძლო და კაზემიროს წითელი ბარათი უჩვენა, თანაც "ელ კლასიკოში". მას ეს გმირობა აუცილებლად უნდა დავუფასოთ.

"ხეტაფეს" მატჩში ხესუს ხილს 14-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებს 4 მოგება, 2 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდათ. 8 წითელი ბარათიდან 5 მანსანომ "ხეტაფეს" ფეხბურთელებს უჩვენა, ხოლო 8 თერთმეტმეტრიანი ამ გუნდსა და მის მეტოქეებზე თანაბრად გადაანაწილა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 მაისი 2022 17:48
    0
    We don't care dude
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მაისი 2022 14:37
    1
    სევილას ვერ მოგებამ მე-2 ადგილზე ფიქრიც დაავიწყა, ეგ კი არა მე-3 ადგილიც დაკარგა. ატლეტიკომ ერთი ფრეც რო ითამაშოს ჩვენ მეორე ადგილს ვინაღდებთ, თუმცა ერთი ქულა თვითონ ავიღოთ ჯობია.