ბარსელონა და ასტონ ვილას კოუტინიოს ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ

ბარსელონა  და ასტონ ვილას კოუტინიოს ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ

ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონადან" "ასტონ ვილაში" ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია, ყველა დეტალი შეთანხმებულია და ეს ინფორმაცია მალე გაოფიციალურდება, - იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

"ბარსელონასა" და "ასტონ ვილას" შორის არსებობდა შეთანხმება, რომ სეზონის ბოლოს ბირმინგემელებს კოუტინიოს 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებოდათ. იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელი ინგლისში საკმაოდ კარგად ათამაშდა და მისით სხვა ბრიტანული გუნდებიც დაინტერესდნენ, "ბლაუგრანას" მისი 40 მილიონად "ასტონ ვილასთვის" ან სხვა გუნდისთვის მიყიდვა არ გაუჭირდებოდა. თუმცა კატალონიელები ფეხბურთელის 20 მილიონად გაყიდვას დასთანხმდნენ. რატომ?

"ბარსა" კოუტინიოს 40 მილიონად გაყიდვას ზაფხულში მოახერხებდა და მიღებული ფული მომდევნო სეზონის შემოსავლად გაფორმდებოდა. მომდევნო სეზონში "ბარსას" შემოსავლები ისედაც მნიშვნელოვნად მოიმატებს და პანდემიამდე არსებული მდგომარეობა აღდგება, ფინანსური პრობლემები კი კლუბს მიმდინარე სეზონში აქვს. ამიტომ "ბარსას" ამ სეზონში 20 მილიონი ურჩევნია მომდევნო სეზონში 40 მილიონს.

კოუტინიო "ასტონ ვილაში" იჯარით თამაშობს. იანვრის შემდეგ ჩატარებულ 16 შეხვედრაში მან თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 მაისი 2022 14:14
    1
    ციტატა: PabloGavira
    კესი-დეონგი საყრდენზე, წინ პედრი საინტერესო სანახავი იქნება

    რომელი დე იონგი? ფრენკს ხო ყიდიან, 95% გაიყიდაო რომერო წერს.
    Culé [?]
    #5 12 მაისი 2022 11:54
    0
    ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ჯობია♥️ წარმატებები კოუს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 მაისი 2022 00:22
    3
    გილოცავთ ამ ბრწყინვალე ამბავს
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #3 11 მაისი 2022 23:13
    2
    კარგია 20 რო გაიყიდა პლოუს ამის ხელფასს აწი ვილა გადაიხდის ეხა გრიზმანი უნდა გამოისყიდონ 40 უეჭველი დემბელე წავა და ამოისუნთქავს გუნდი

    🚨 ნიუკასლი დარვინ ნუნიესის თაობაზე პირველ შეთავაზებას ამზადებს - ბენფიკა ურუგვაელს €70-80 მილიონად აფასებს 🇺🇾🔴

    ✅ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ და მან. იუნაიტედიც იჩენენ 👀
    WTF🤨🤨🤨
    წევრი [?]
    #2 11 მაისი 2022 22:56
    1
    კესი-დეონგი საყრდენზე, წინ პედრი საინტერესო სანახავი იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 მაისი 2022 22:27
    4
    ჰმმ კარგია საბოლოოდ რომ შეთანხმდა ყველაფერი. მინდა ორიოდე სიტყვა კესიზე ვთქვა. კესის ნაირი მოთამაშე ჭირდება ამ ბარსას, ვფიქრობ დადებს კარგ შედეგს , ჯერ მარტო დამრტყმელი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი არგვყავს რომელიც დაიჭერს ბურთს და ეგეთი მოთამაშე საჭიროა. მივესალმები ამ ტრანსფერს. კესის გრძელი გადაცემები აქვს გასაუმჯობესებელი სხვა მხრივ დაცვით ნახევარმცველის თვისებები და ფიზიკურობა აქვს, მშვიდია ბურთთან . მაქს ჩავის იმედი ვფიქრობ უკეთესს გახდის.