გარსიასა და ასპასის როლი არაუხოს გადარჩენაში

"ბარსელონასა" და "სელტას" შორის გუშინ გამართული შეხვედრის დროს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი შეშინდებოდა. ამის მიზეზი რონალდ არაუხოა, რომელიც მე-2 ტაიმში მოედანზე უგონოდ დაეცა.
ურუგვაელი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გაირკვა, რომ საშიში არაფერია. ფეხბურთელი საავადმყოფოში თავის დაზღვევის მიზნით ერთი ღამით დაიტოვეს, დღეს კი მას სახლში გაუშვებენ.
Esport 3 ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ არაუხოს რთული სიტუაციიდან იოლად გამოძრომაში დიდი როლი ერიკ გარსიამ და იაგო ასპასმა ითამაშეს. ურუგვაელის დაცემა პირველებმა სწორედ "ბარსას" მცველმა და "სელტას" შემტევმა შეამჩნიეს. ისინი სიტუაციაში მალევე გაერკვნენ და ექიმების მისვლამდე არაუხოს პოზიცია შეუცვალეს, რითაც მას თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეს. Esport 3-ის ცნობით ამან ფეხბურთელის მდგომარეობის შემსუბუქებაში დიდი როლი ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]