ოფიციალურად: სიტი და დორტმუნდი ჰოლანდის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონას" ნომერ პირველ სამიზნედ ითვლებოდა, "მანჩესტერ სიტიში" გადადის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელისთვის "ბარსა", "რეალი" და "სიტი" იბრძოლებდნენ. "ბლაუგრანა" აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მაგრამ არა უშანსოდ. ბოლო კვირებში სიტუაცია შეიცვალა. სამეულს ჯერ "ბარსა" გამოაკლდა, შემდეგ "რეალი", დღეს კი მანჩესტერელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით "დორტმუნდს" შეუთანხმდნენ.
ჰოლანდის ალტერნატივად "ბარსა" რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს, თუმცა ცნობილია, რომ პოლონელის გადმობირებაც რთული იქნება. ამ შემთხვევაში პრობლემას არა ფეხბურთელი, არამედ მისი კლუბი "ბაიერნი" ქმნის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]