ოფიციალურად: UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის წესები კიდევ ერთხელ შეცვალა

დღეს UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შემდეგ ფორმატი ცოტათი უკეთესია, მაგრამ საერთო ჯამში კრიტიკას მაინც ვერ უძლებს.
იმ დროს, როდესაც მთელი საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ სეზონის განმავლობაში მოთამაშეები ძალიან დატვირთულები არიან, UEFA-მ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშების რაოდენობა გაზარდა. ამჟამად მოქმედი ფორმატით გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 6 თამაშს ატარებს. 2024 წლიდან გუნდს მინიმუმ 10 თამაშის ჩატარება უწევდა, შემდეგ კი ფლეი ოფების ეტაპი იწყებოდა. დღევანდელი ცვლილებებით ეს 10 თამაში რვამდე შემცირდა, მაგრამ ეს მაინც დღევანდელზე მეტია.
ახალი ფორმატით ჯგუფური ეტაპი საერთოდ უქმდება. 36 გუნდი ერთ ლიგაში მოხვდება. თითო გუნდი 8 განსხვავებულ მეტოქესთან ითამაშებს - 4 მატჩს საკუთარ მოედანზე და ოთხს გასვლაზე. 8 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა, 9-24 ადგილებზე გასული გუნდები კი კიდევ 8 საგზურის მფლობელს გამოავლენენ.
ასევე შეიცვალა დამატებითი 2 ადგილის განაწილების წესი. აქამდე არსებული წესებით, 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის 2 საგზური საუკეთესო კოეფიციენტის მქონე იმ ორ გუნდს შეხვდებოდა, რომლებიც ამ ტურნირზე ვერ მოხვდნენ. დღეს შეტანილი ცვლილებებით კი ორ დამატებით ადგილს მიიღებს წინა სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე ორი ქვეყანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]