ბარსელონა კუნდეს ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვაზე ფიქრობს

"ბარსელონა" დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს. ჩავის მხოლოდ ანდრეას კრისტენსენის დამატება არ აკმაყოფილებს, რადგან კატალონიელი სპეციალისტი სამუელ უმტიტიზე, კლემან ლანგლესა და ოსკარ მინგესაზე იმედებს არ ამყარებს.
დიდი ხანია, ცნობილია, რომ ჩავი "სევილიას" ცენტრალური მცველით, ჟიულ კუნდეთია მოხიბლული. 23 წლის ფრანგს "ჩელსის" აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ რომან აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ლონდონელებს გეგმები აერიათ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეეცდება "ლურჯების" ახალი ხელმძღვანელობა კუნდეს შეძენას.
იმის მიუხედავად, შეეცდება თუ არა "ჩელსი" კუნდეს შეძენას, "ბარსელონას" ამ ფეხბურთელის დამატება მაინც ძალიან გაუჭირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ "სევილია" ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს ითხოვს და შეუძლებელია, "ბლაუგრანამ" ეს თანხა გადაიხადოს.
AS-ის ინფორმაციით კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, "სევილია" სერჟინიო დესტით დააინტერესონ და ტრანსფერი მასში ამერიკელი მარჯვენა მცველის ჩართვით შესაძლებელი გახადონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]