ბარსელონა და ასტონ ვილა კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ | ჟერარ რომერო

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონამ" და "ასტონ ვილამ" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, ინგლისური კლუბი ბრაზილიელს 20 მილიონ ევროდ გამოისყიდის, ხოლო ფეხბურთელის უფლებების 50%-ს "ბარსა" შეინარჩუნებს.
29 წლის ნახევარმცველი "ასტონ ვილას" იჯარით იანვარში შეუერთდა და ზაფხულიდან კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
"ბარსელონას" 40 მილიონის მიღება სურდა, რაზეც ინგლისელები უარს აცხადებდნენ, თუმცა კატალონიელთათვის კოუტინიოს ხელფასისგან გათავისუფლებაც დიდი შვებაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]