დისკვალიფიკაცია ბუსკეტსს, შანსი პუჩს

დისკვალიფიკაცია ბუსკეტსს, შანსი პუჩს

"ბეტისთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში სერხიო ბუსკეტსმა ყვითელი ბარათი მიიღო. ვეტერანი ნახევარმცველისთვის ეს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 გაფრთხილებაა, რაც ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს.

ბუსკეტსი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც "ბარსას" 10 მაისს, "სელტასთან" "კამპ ნოუზე" აქვს. ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ სერხიოს კლასის, არამედ გუნდში არსებული საკადრო პრობლემების გამოც.

პედრის, ნიკოსა და სერჟი რობერტოს ტრავმების გამო ჩავის განკარგულებაში მხოლოდ 3 ნახევარმცველი დარჩა - ფრენკი დე იონგი, რიკი პუჩი და გავი. დიდი ალბათობით "სელტასთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ამ სამეულს ვიხილავთ. თუ ასე მოხდება, პუჩი ძირითადში 5 იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 9 მაისი 2022 21:32
    0
    მე-10 გაფრთხილებაა, რაც ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს.
    ზოგადად მე-10 გაფრთხილებას არ ითვლიან. ითვლიან 5-ს და ამას მოჰყვება დისკვალიფიკაცია მერე გაფრთხილებები ნულდება. მე-10 ნიშნავს იმას რო ბუსკეტსი მეორე კრუგზეა და ეს მისი მეორე დისკვალიფიკაციაა.
    Culé [?]
    #19 9 მაისი 2022 20:03
    0
    მოუგიათ და ეგაა :D პუჩს თუ შანს მიცემ მტრისას ვინ გააჩერებს მთავარია ქარი არ იყოს ან სწრაფად არ ჩაუქროლოს ვინმემ :D :D რა პუჩი გამოიმასქნეს ?
    გულშემატკივარი [?]
    #18 9 მაისი 2022 12:49
    0
    დანიც შეიძლება დააყენოს ნახ. დაცვაში თუ პიკე ჯანმრთელად იქნება სელტასთან. მაგრამ პუჩს მაინც უნდა მისცეს შანსი, ბოლო ორ თამაშში რაც ითამაშა კარგი იყო.
    Culé [?]
    #17 9 მაისი 2022 12:07
    0
    წავიდეს უნდა ეს ბიჭი.. ბაზარი არაა უყვარს ბარსელონა, მაგრამ როგორც ჩანს და ეტყობა სათანადოდ არ ვარჯიშობს. სიმაღლე ნამდვილად არ გვიკვირს, მარა ეს კუნთური მასა რა ვერ მოიმატა ჩხრივით როა დააკვირდით თუნდაც გავის ფეხებს და მერე ამისას. დღევანდელ ფეხბურთში მსგავსებს ძალიან გაუჭირდებათ. წავიდეს სხვაგან ითამაშოს, მიიღოს პრაქტიკა. იჯარით წასვლაც არ უნდა 🤷🏻‍♂️ უცნაურია ძალიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 8 მაისი 2022 21:43
    0
    ციტატა: SHOTADEPAY9
    ნიკო გონსალესი დააყენე

    ფეხის თითი აქვს მოტეხილი ნიკოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 8 მაისი 2022 20:22
    1
    იმედია მიეცემა შანსი პუჩს. ხო არაფერი დაუმტკიცებია არცერთი მწვრთნელის ხელში, მაგრამ ასე რო უყვარს კლუბი რაღაცნაირი სიმპათია მაქვს მისდამი მაინც და მინდა წარმატებული კარიერა ჰქონდეს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #14 8 მაისი 2022 18:27
    0
    ნიკო გონსალესი დააყენე
    ფანი [?]
    #13 8 მაისი 2022 16:37
    3
    ბოლო თამაშიც გამოჩნდა, რომ პუჩი ვერ არი ბარსას დონის, საშვალო ესპანურ გუნდში შეიძლება, მაგრამ ბარსას ძირითადზე ზედმეტია საუბარი, ჩემი აზრით შემცვლელადაც არ გამოდგება. რაც მალე გაუშვებენ მისთვისაც და ბარსასთვისაც უკეთესი იქნება.
    ფანი [?]
    #12 8 მაისი 2022 16:33
    1
    პუჩი ალბათ ძირითადში იქნება
    ბარსა ბ დანაც ამოწიოს ვინმე ნახევარმცველი დავიჯერო ერთი ნიჭიერი ბიჭი არ იქნება მაანდ
    გულშემატკივარი [?]
    #11 8 მაისი 2022 15:47
    1
    დანი იქნება ნახევარ დაცვაში. მარჯვნივ არაუხო, ცენტრში გარსია და ლენგლე, მარცხნივ ალბა. ვფიქრობ არ ათამაშებს რიკის არ ეიმედება დიდად
    Culé [?]
    #10 8 მაისი 2022 15:06
    1
    გავი-დე იონგი-ალვეში
    ალბა-გარსია-არაუხო-მინგესა (თუ პიკე მოასწრებს გამოჯანმრთელებას მინგესას ადგილას არაუხო და ცენტრში პიკე)
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #9 8 მაისი 2022 14:45
    5
    დავნაძლევდეთ ალვეშს ათამაშებს მაღლა და პუჩი სკამზე იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 მაისი 2022 14:24
    0
    That's your time that's your time that's your time laughing
    --------------------
    THUGS
    წევრი [?]
    #7 8 მაისი 2022 14:12
    2
    ძლიიიიიიივს ! აბა შენიცი პაჩი პუჩ
    გულშემატკივარი [?]
    #6 8 მაისი 2022 13:55
    3
    არანაირი პუჩი , გასაშვებია ეს ბიჭი.
    4-2-3-1 ან ალვესი შეწიოს წინ და ეგაა ,ამის ფაფხურს ბევრად სჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 მაისი 2022 13:45
    3
    მოკლედ ჯადოქარია ეს კაცი, ესეთები არ უნდა ბერდებოდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 მაისი 2022 13:34
    3
    როგორც ყოველთვის სელტა ჩვენთან გაიგიჟებს თავს ალბათ.
    ფანი [?]
    #3 8 მაისი 2022 13:25
    2
    გარსია შეიძლება ნახევარდაცვაში ცადონ ბურთს კარგად ატარებს და პასიც კარგი აქვს
    Culé [?]
    #2 8 მაისი 2022 13:22
    4
    სელტასთან უმტიტიც უნდა დააყენოს , ბრაითასაც მისცეს შანსი და გასაყიდ ფეხბურთელებსაც , რომ თავი გამოიჩინონ და შანსი გამოიყენონ თორე სკამიდან ძნელი იქნება გაყიდვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მაისი 2022 13:22
    2
    იმედია შანსი მიეცემა პუჩს, ფიზიკურად მეტი ნახევარმცველი არ გვყავს, აი მეორე ტაიმში ცვლილების დრო რომ მოვა კარგი იქნებოდა დანის ცენტრში გადაწევა და ადამას მარჯვენა მცველად გამოცდა, ან სანსმაც მიიღოს შანსი