ჟორდი ალბა: შემდეგ სეზონში ლა ლიგა უნდა მოვიგოთ

ჟორდი ალბა: შემდეგ სეზონში ლა ლიგა უნდა მოვიგოთ

"ბარსელონამ" ლა ლიგის 35-ე ტურში "რეალ ბეტისი" 2-1 დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა. 

მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა, ჟორდი ალბამ კომენტარი გააკეთა:

შეცვლების შემდეგ უკეთესად ავთამაშდით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რთული მეტოქის წინააღმდეგ.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალიან გვიან ჩავერთეთ.

ვართ თუ არა უფრო კომფორტულ სიტუაციაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ? დიახ, ასეა. 

მოგებები გვიან დავიწყეთ. მიმდინარე სეზონში ბევრი ქულა გავანიავეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მოვუმატეთ.

"ბარსელონა" ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.

ანსუ ახალგაზრდა ფეხბურთელია გოლის შესანიშნავი ალღოთი.

ჩემი გოლი? დავინახე, რომ ბურთი პირდაპირ ჩემთან მოდიოდა, ასეთ შანსებს დაგვირგვინება სჭირდება. ის მოხდა, რაც მოხდა. ბოლო მომენტში გაგვიმართლა, იღბლიანი ვარ, რომ გამარჯვების გოლი მე გავიტანე.

შემდეგ სეზონში ლა ლიგა უნდა მოვიგოთ. ჩვენ შესაბამისი შემადგენლობა და ტექნიკური გუნდი გვყავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 მაისი 2022 13:03
    3
    გააჩნია ამ ზაფხულს რა მოხდება, ვის მოიყვანენ ერთი კარგი გამტანი მცველებთან ერთად აუცილებლად გვინდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 მაისი 2022 11:58
    3
    ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გვიან ჩავერთეთო?! სხვაობა რამდენიც იყო ისევ იმდენია და სად ჩაერთე??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 8 მაისი 2022 08:34
    5
    ამ გუნდს მართლა აქვს პერსპექტივა ლალიგის მოგების, კარგი ტრანსფერებით და ნაგვის გაყრით შეიძლება ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდეთ😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 მაისი 2022 01:59
    2
    რაო, ლიგა უნდა მოვიგოთო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მაისი 2022 01:39
    4
    იმედია მართლა მოვიგებთ, ისე საინტერესოა ჩავი რომ ზაფხულში მოსულიყო ახლა სად ვიქნებოდით? პრესეზონოც გავლილი, უაზრო ტრანსფერების გარეშე და ბევრად დიდი დრო იქნებოდა გუნდის დასალაგებლად, შეიძლება არც ჩავრჩენილიყავით ან ლა ლიგის მოგებაზე გაგვეწია