ლუის სუარესმა ბარსელონას საკუთარი თავი შესთავაზა
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად "ატლეტიკოში" ასპარეზობს, კატალონიურ კლუბს საკუთარი თავი შესთავაზა.
აღნიშნული წყაროს ცნობებით, ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ჟოან ლაპორტას უთხრა, რომ იანვარში ან მომავალ ზაფხულში "ბარსაში" დაბრუნებას ისურვებდა.
მიუხედავად ამისა, როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" "ელ პისტოლეროს" დაბრუნების ვარიანტს არ განიხილავენ - გუნდში მიიჩნევენ, რომ 35 წლის ფეხბურთელის ისტორია დასრულდა, ახლა კი ახალი გვერდის გადაშლის დროა.
ლუის სუარესი "ბარსელონაში" 2014/20 წლებში ასპარეზობდა - ამ დროის განმავლობაში ურუგვაელმა 283 მატჩში 195 გოლი და 113 ასისტი მიითვალა. საბოლოოდ, ის ჟოზეპ მარია ბართომეუმ "ბლაუგრანადან" ცუდი გზით გაუშვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]