ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "რეალ ბეტისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

"ბეტისი" პირდაპირი მეტოქეა. ხვალ დიდებული შესაძლებლობა გვაქვს, კლუბის მინიმუმი მიზნები უნდა შევასრულოთ. "ბეტისი" ბრწყინვალე მეტოქეა შესანიშნავი მწვრთნელით, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი შევინარჩუნოთ.
კოპა დელ რეის ტიტულმა "ბეტისს" თავდაჯერება შემატა, მათ შესანიშნავი პერიოდი აქვთ. მათ უნდა მივულოცოთ.
ტერ შტეგენის სიტუაციას დღეს შევაფასებთ. მარკს თამაში სურს, მაგრამ მან თავი კარგად ვერ იგრძნო და საბოლოოდ, ვარჯიშ ვერ შეძლო.
ხვალ პიკე ვერ ითამაშებს. ეს ძალიან ცუდია, რადგან ჟერარი ძალიან ბევრს გვაძლევს. ჩვენ შევხედავთ, როგორ განვითარდება მისი სიტუაცია, რომ ბოლო თამაშებში მონაწილეობა შეძლოს.
ჩვენ "რეალთან" 4-0 მოგებას სათანადო მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს მხოლოდ 3 ქულა იყო, მაგრამ განსხვავება ჩვენსა და იმ გუნდებს შორის, რომლებიც მადრიდელებმა გააგდეს, ისაა, რომ ჩვენ შანსები გამოვიყენეთ. ისტორიას "რეალის" ბევრი ქამბექი ახსოვს და ეს კიდევ ერთხელ ვახსენეთ.
ჩვენი მიზანი შესრულებული არაა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ლა ლიგის მეორე ადგილზე დასრულებაა. ამის შემდეგ ჩვენს სიტუაციას შევაფასებთ, ვისაუბრებთ სპორტულ მენეჯმენტთან, შევხედავთ ეკონომიკურ სიტუაციას. 
ანსუმ კარგად ივარჯიშა. ის ფიზიკურად კარგადაა, მაგრამ ფრთხილად მოქმედებას ვაპირებთ. ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ფატი, მაგრამ იდეა მისი თანდათანობით დაბრუნებაა.
ნომებრის შემდეგ ძალიან მოვუმატეთ.
ჩემთვის ნათელია, რომ ამ მოდელით ხუთი ჩემპიონთა ლიგა, ბევრი ლა ლიგა და მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ. ხალხს ახსოვს გვარდიოლასა და მესის "ბარსელონა".
საპატიო დერეფანი პატივისცემის ნიშანია. "ბეტისი" ამას იმსახურებს. 
გავი ძალიან მნიშნელოვანი ფეხბურთელია. ისაა მოთამაშე აწმყოსა და მომავლისთვის. მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება შესანიშნავი სიახლე იქნება. ვიცი, რომ გავის "ბარსაში" დარჩენა სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 მაისი 2022 22:34
    0
    ნეტა ვინმეს თუ მოუწყვია ამათთვის კორიდორი როდისმე? რა დრო დადგა არა?
    ფანი [?]
    #4 7 მაისი 2022 15:56
    1
    შური უნდა ვიძიოთ😍
    Culé [?]
    #3 7 მაისი 2022 13:44
    0
    ჩავიმ პირველი მატჩი სწორედ ბეტისთან წააგო ასე რომ რევანშის და შურისძიების დროა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #2 6 მაისი 2022 18:00
    0
    ციტატა: Griezzy7
    ეს შემადგენლობა იქნება კარგი

    დეპაი-ობამეიანგი-ტრაორე
    გავი-ბუსი-ფრენკი
    ალბა-გარსია-არაუხო-ალვეში
    ტერ შტეგენი

    კი მაგრამ ისევ ტორესს და იმბეცილ დემბელეს შეტენის... მაგრამ ტრაორეც არანაკლებ დებილია
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    Culé [?]
    #1 6 მაისი 2022 17:09
    3
    ეს შემადგენლობა იქნება კარგი

    დეპაი-ობამეიანგი-ტრაორე
    გავი-ბუსი-ფრენკი
    ალბა-გარსია-არაუხო-ალვეში
    ტერ შტეგენი