ფანკლუბების ელ კლასიკო თბილისში

ხვალ, 7 მაისს, ფანკლუბების ჩემპიონატების რიგით მე-4 გათამაშება დაიწყება. ტურნირის გახსნითი თამაში ისეთია, უკეთესს რომ ვერ ვინატრებთ - "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ.
"ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" ფანკლუბ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და შესაბამისად, ახალ გათამაშებასაც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ხვდება, თუმცა მეტოქე იოლად დასამარცხებელი ნამდვილად არაა. ჩვენ ბიჭებს გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან დაჭირდებათ.
თამაში 17:00 საათზე დაიწყება. ხვალინდელი შეხვედრა, ისევე, როგორც მთელი ტურნირი, ბელიაშვილის 12 ნომერში მდებარე საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. სტადიონის ზუსტი ლოკაციის ნახვა: https://fcb.ge/fl
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]