ახალი კონტრაქტი მემფის დეპაის

"ბარსელონა" გუნდის ნიდერლანდელი თავდამსხმელისთვის, მემფის დეპაისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს. ინფორმაციას Sport ავრცელებს.
დეპაი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში უფასოდ გადმოვიდა. მან კატალონიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვინაიდან ფეხბურთელის ხელშეკრულებას ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის, "ბლაუგრანას" ორი არჩევანი აქვს - ან მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ან მიმდინარე წელს გაყიდოს.
კატალონიური პრესის ცნობით "ბარსა" დეპაისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მზადაა, რისი მიზეზიც ჩავი ერნანდესის სურვილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მემფისი აუცილებლად დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის დაიმატებს, კატალონიელები დეპაის 20 მილიონ ევროდ შეელევიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5 6 7 8 9
კომენტარები [ 179 ]