ტერ შტეგენი: ნაკრებში ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ, დასვენება მჭირდება

ტერ შტეგენი: ნაკრებში ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ, დასვენება მჭირდება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ივნისში, ერთა ლიგისთვის გერმანიის ნაკრების განაცხადში არ იქნება.

ამის მიზეზი ისაა, რომ, "ბარსელონაში" ჩატარებული ინტენსიური სეზონის შემდეგ, გერმანელ ფეხბურთელს დასვენება სჭირდება, რათა მომავალი სეზონისა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იყოს.

ტერ შტეგენსა და "ბუნდესნაკრების" მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს შორის ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მხარეები სწორედ ამ საკითხზე შეთანხმდნენ.

ტერ შტეგენი:

ნაკრებში ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ, ზაფხულში შესვენების გარეშე ჩატარებული 3 სეზონის შემდეგ, მიხარია, რომ ამაზე შევთანხმდით - პაუზის აღების საშუალების მოცემით გერმანიამ მხარი დამიჭირა.

ჰანსი ფლიკი:

მე და მარკმა თავის პირად სიტუაციასთან დაკავშირებით ღიად ვისაუბრეთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ტრავმების გამო მან გასული 2 სეზონის შემდეგ ზაფხულში პრაქტიკულად ვერ დაისვენა, რადგან რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. განსაკუთრებით, მოახლოებული მუნდიალის გამო, შევთანხმდით, რომ ტერ შტეგენისთვის დასვენება მნიშვნელოვანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 5 მაისი 2022 01:42
    2
    ციტატა: C.PC5
    რომ იძახით დაუთმოს ხოლმე ნეტუს ადგილიო თითქოს ძირითადში ჩასასმელად უხდიდნენ ფეხბურთელები ჩავის წინასწარ. შტეგენს კიარა ჩავის უნდა მოეკითხოს ამის გადატვირთვა, მესმის მძიმე პერიოდი აქვს გუნდს და ყველა თამაში მართლა ფინალის ტოლფასი ქონდათ, მაგრამ მეორე ეშელონის გუნდებთან ნეტუს დონის მეკარე არაფერს გააფუჭებს. მითუმეტეს ვიცით რომ როცა საჭირო გახდა შეცვალა ნეტუმ შტეგენი ღირსეულად. არიქა ტაქტიკას ამირევსო ამას თუ ფიქრობს კიდე ის კაცი არ ვიცი და ძაან სისულელედ მიმაჩნია, მარა ფაქტია რომ კუმანზე ნაკლები ჯიუტი არც ჩავია მწვრთნელის რანგში.

    და რომელ მატჩში უნდა დაესვენებინა? რაც ჩავი მოვიდა რეალურად ყველა თამაში გადამწყვეტი და ფინალი იყო. ევროპის ლიგაზე დაესვენებინა მეოთხედფინალში თუ ესპანეთის ჩემპიონატში სადაც გუნდი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის? ნეტოს თამაშები ყველას გვახსოვს და მაგას ისევ ამ ფორმაში მყოფი შტეგენი ჯობია. ჩავიმაც იცის ეგ და რეალურად რისკზე რატო უნდა წავიდეს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 მაისი 2022 00:29
    0
    ნეტუს ერთი თასზე ეძლეოდა შანსი.და მანდაც არ დააყენა ჩავიმ. ჩემი აზრით ლა ლიგაშიც უნდა ჩაატაროს ერთი 5 მატჩი მაინც მეორე მეკარემ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 მაისი 2022 00:21
    0
    ციტატა: nika 54
    მერე რას იკლავდა თავს, ნეტუს რატო არ უთმობს დროს. ბრავოს დროსაც ესე იყო სულ წასვლაზე ლაპარაკობდა სანამ პირველი ნომერი არ გაინაღდა ზურგზე.

    ზუსტად ეგრე იყო მართალი ხარ ! სანამ პირველი ნომერი არ გაინაღდა ზურგზე სულ გარბოდა ! არადა ბრავო მაშინ მშვენიერ ფორმაში იყო
    Culé [?]
    #4 4 მაისი 2022 18:35
    0
    რომ იძახით დაუთმოს ხოლმე ნეტუს ადგილიო თითქოს ძირითადში ჩასასმელად უხდიდნენ ფეხბურთელები ჩავის წინასწარ. შტეგენს კიარა ჩავის უნდა მოეკითხოს ამის გადატვირთვა, მესმის მძიმე პერიოდი აქვს გუნდს და ყველა თამაში მართლა ფინალის ტოლფასი ქონდათ, მაგრამ მეორე ეშელონის გუნდებთან ნეტუს დონის მეკარე არაფერს გააფუჭებს. მითუმეტეს ვიცით რომ როცა საჭირო გახდა შეცვალა ნეტუმ შტეგენი ღირსეულად. არიქა ტაქტიკას ამირევსო ამას თუ ფიქრობს კიდე ის კაცი არ ვიცი და ძაან სისულელედ მიმაჩნია, მარა ფაქტია რომ კუმანზე ნაკლები ჯიუტი არც ჩავია მწვრთნელის რანგში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მაისი 2022 16:23
    2
    მერე რას იკლავდა თავს, ნეტუს რატო არ უთმობს დროს. ბრავოს დროსაც ესე იყო სულ წასვლაზე ლაპარაკობდა სანამ პირველი ნომერი არ გაინაღდა ზურგზე.
    ფანი [?]
    #2 4 მაისი 2022 16:12
    2
    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    შეიძლება ეგ დაუსვენებლად თამაში მოქმედებდეს ამის ფორმაზე 😬

    არაა გამორიცხული. არადა გვჭირდება ფორმაში მყოფი ცივსისხლიანი რამაგარი იყო
    Culé [?]
    #1 4 მაისი 2022 16:00
    2
    შეიძლება ეგ დაუსვენებლად თამაში მოქმედებდეს ამის ფორმაზე 😬