ეზ აბდეს ინგლისიდან და გერმანიიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს

Mundo Deportivo-ს თანახმად, აბდე ეზალზულის ინგლისიდან და გერმანიიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს. მის მომავალზე გავლენას პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეშიც მოახდენს.
იმ შემთხვევაში, თუ ეზ აბდე "ბარსელონას" პირველ გუნდში ადგილს ვერ მოიპოვებს, შესაძლოა, მაროკოელი შემტევი გაანათხოვრონ, თუმცა, თუ გუნდი სარფიან შემოთავაზებას მიიღებს, არც გაყიდვაა გამორიცხული.
20 წლის ფეხბურთელი სეზონის პირველ ნახევარში კატალონიელთა ძირითად გუნდში ასპარეზობდა, მაგრამ, იანვარში მოსული ახალწვეულების შემდეგ, ის "ბარსა ბ-ში" დააქვეითეს. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის ეგიდით, ეზ აბდეს აქტივში 10 მატჩი და 1 გოლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]