ბარსელონა კულიბალისთვის ბრძოლას არ წყვეტს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელისთვის, ჩავი ერნანდესისთვის დაცვის ცენტრის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ანდრეას კრისტენსენის დამატება საჭირო არაა.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" "ნაპოლის" მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენას დიდი ხანია, ცდილობს, მაგრამ კატალონიელები მიზნის მიღწევამდე ახლოს არასდროს ყოფილან. AS-ის ცნობით ამჯერად სიტუაცია შეცვლილია. კატალონიელები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა კიდევ მოეცადათ. სენეგალელის ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გასდის, რაც მის ტრანსფერს მნიშვნელოვნად გააიაფებს.
მადრიდული გამოცემის ცნობით "ბარსა" ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და 30 წლის მცველს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ივარაუდება, რომ კულიბალისთან შეთანხმება ადვილი არ იქნება, მაგრამ პრობლემას "ნაპოლი" ქმნის, რომელიც კალიდუს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს, "ბლაუგრანასთვის" კი ხსენებული თანხა ბევრია.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, ჩავი კულიბალიში ჟერარ პიკეს იდეალურ შემცვლელს ხედავს. ივარაუდება, რომ კატალონიელი მცველი კლუბს 2023 წელს დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]