ანსუ ფატი სეზონის დარჩენილ ნაწილს ცენტრფორვარდად ითამაშებს

ჩავი ერნანდესს სურს, რომ ანსუ ფატიმ სეზონის დარჩენილი ნაწილი ცენტრფორვარდად ითამაშოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ფატი 9 ნომრად მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გარდა იმისა, რომ ჩავის აზრით, ანსუს ამისთვის საჭირო თვისებები აქვს, სხვა მიზეზიც არსებობს. დამატებითი მიზეზი კი ისაა, რომ ამ პოზიციაზე თამაშის დროს ფატის ნაკლები დაცვითი ფუნქციის შესრულება მოუწევს, ვიდრე ფლანგზე თამაშისას, რაც მის დატვირთვას შეამცირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]