ბარსელონა მზადაა, ლევანდოვსკის პირობები დააკმაყოფილოს

ბარსელონა მზადაა, ლევანდოვსკის პირობები დააკმაყოფილოს

"ბარსელონა" მზადაა, რობერტ ლევანდოვსკის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და პოლონელს მისთვის მისაღები პირობები შესთავაზოს. თუმცა პრობლემას "ბაიერნი" ქმნის.

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა ლევანდოვსკის უკვე აცნობეს, რომ ისინი მზად არიან, ფეხბურთელს მისთვის მისაღები პირობები შესთავაზონ. იმავე წყაროს ცნობით ვეტერანი თავდამსხმელი "ბლაუგრანას" პრიორიტეტია.

პრობლემას ის ქმნის, რომ "ბაიერნს" ლევანდოვსკის გაყიდვა არ უნდა. თუ მიუნხენური გრანდი აზრს არ შეიცვლის, მაშინ "ბარსელონას" სხვა თავდამსხმელზე გადართვა მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 3 მაისი 2022 12:31
    1
    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ასე მგონია ვერავის მოიყვანენ და იქით წელს ისევ ასეთ წუმპეში ვიქნებით

    სულ მაგას ვფიქრობ, რატომღაც აღარ მაქვს ლაპორტას იმედი.
    Culé [?]
    #15 3 მაისი 2022 10:13
    0
    ლაპორტას მორიგი პატარა ტრიუკი , ლევანა კიდე ბაიერნიდან წავა სადმე ? არამგონია ასე მარტივად გაუშვას ბაიერნმა თუმცა დაიღალა ბავარიაც ყოველ წელს ამის წასვლის მუქარებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 3 მაისი 2022 03:13
    1
    ლევანდოვსკი თუ ჩაიშალა დარვინ ნუნიესზე უნდა გადაერთონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #13 3 მაისი 2022 01:38
    0
    ციტატა: lesane C
    ციტატა: Davit..
    ლევანდოვსკის დონეს არ შევეხები მაგრამ გუნდში ამ ასაკის ფეხბურთელის მოყვანა 1-2 სეზონში ისევ ცენტრფორვარდის პრობლემას გაგვიჩენს.. ცოტა გაუგებარია ჩემთვის ამ ტრანსფერზე ლაპარაკი.. წამოიყვანონ ლაუტარო და ბოლო ბოლო დეპაი და კიდევ ვინმე ჩართონ ტრანსფერში.

    ლაუტარო ვერაფერს ვერ იზამს, გრიზმანი ორი იქნება

    მბაპე რეალში ვერაფერს იზავს აზარი ორი იქნება.. რატო ვერ იზავს ვერ ვხვდები ზუსტადაც რო
    მისნაირი ტიპის თავდასხმელი ჭირდება გუნდს ნუ მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი და სადაო
    არაფერია მაგრამ ვერ დაგეთანხმები :)
    Culé [?]
    #12 3 მაისი 2022 01:06
    0
    ციტატა: Davit..
    ლევანდოვსკის დონეს არ შევეხები მაგრამ გუნდში ამ ასაკის ფეხბურთელის მოყვანა 1-2 სეზონში ისევ ცენტრფორვარდის პრობლემას გაგვიჩენს.. ცოტა გაუგებარია ჩემთვის ამ ტრანსფერზე ლაპარაკი.. წამოიყვანონ ლაუტარო და ბოლო ბოლო დეპაი და კიდევ ვინმე ჩართონ ტრანსფერში.

    ლაუტარო ვერაფერს ვერ იზამს, გრიზმანი ორი იქნება
    Culé [?]
    #11 2 მაისი 2022 23:46
    1
    ლევანდოვსკის დონეს არ შევეხები მაგრამ გუნდში ამ ასაკის ფეხბურთელის მოყვანა 1-2 სეზონში ისევ ცენტრფორვარდის პრობლემას გაგვიჩენს.. ცოტა გაუგებარია ჩემთვის ამ ტრანსფერზე ლაპარაკი.. წამოიყვანონ ლაუტარო და ბოლო ბოლო დეპაი და კიდევ ვინმე ჩართონ ტრანსფერში.
    Culé [?]
    #10 2 მაისი 2022 21:23
    2
    ჰო აი მაგის ჩიტია ეხლა ჰიონესი ბარსას დაუთმოს შანსი არაა პლიუს არა მგონია ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმდეს მართლა ჯობია ბენფიკასთან ილაპარაკონ უფრო გამოუვათ ვიდრე გერმანელებთან დარვინ ნუნიესს ტრანსფერმარკეტზე 40 მლნ ევრო უწერია ასე რომ ბენფიკას ელაპარაკონ ჯობია ვიდრე გერმანელებს
    ფანი [?]
    #9 2 მაისი 2022 20:15
    0
    ნუნიესის ფასი ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, 40 მილიონი ევრო იქნება, თან ბენფიკასთან კონტრაქტი 2025 წლამდე ჰქონია. თუ ბევრ ფულიან გრანდებს მოესურვებათ, მაშინ ბარსას უფრო მეტი თანხა დასჭირდება გადმოსაყვანად და თუ მოერგო ბარსას, 5-6 წელი ითამაშებს. რაც შეეხება ლევანდოვსკის, უკვე არის უმაღლესი კლასის თავდამსხმელი და 2-3 წელი ითამაშებს, შეიძლება მეტიც, თუმცა, აქ, ის კითხვა იბადება - შეინარჩუნებს კი, ბარსაში იმ უმაღლესი კლასის თვისებებს? აქაც და იქაც, ნუნიესისა და ლენანდოვსკის თემაშიც უკვე მთლიანად გუნდის საკითხი წამოყოფს თავს, სხვა პოზიციებზე როგორი იქნება თავად ბარსა? გოლების გამტანი ბომბარდირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეპასეები, როგორც ნახევარმცველები, ასევე განაპირა მცველები და ა.შ. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, თუ გაყიდეს გერმანელებმა, 50 მილიონი ევრო ადევს ფასად... მოკლედ, რთულად გადასაწყვეტი თემა კია, თან, მცველებშიც არანაკლები დანახარჯის გაღება მოუწევს კლუბის ხელმძღვანელობას და გეგმაც ექნება ალბათ, კლუბის მენეჯმენტს, ჩავის თამადობით... სწორედ ჩავის გონებაში იბადება ბარსას მომავალი, სწორედ ის ფლობს ყველაზე მეტ ინფორმაციას, კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის აშენების საქმეში... დიახ, სწორედ ის უნდა გახდეს ლაღი და მებრძოლი, ულამაზესი საფეხბურთო მომენტებით და დისციპლინირებული, დაუღლელი და კომბინაციური გუნდის შემოქმედი. სწორედ ისეთი გუნდის, ბარსას ნაღდ გულშემატკივარს რომ წარმოგვიდგენია... ასე, რომ ჩავი გადაწყვეტს!
    Culé [?]
    #8 2 მაისი 2022 19:29
    1
    ასე მგონია ვერავის მოიყვანენ და იქით წელს ისევ ასეთ წუმპეში ვიქნებით
    წევრი [?]
    #7 2 მაისი 2022 19:02
    2
    გვაგოიმებს ლევანა ასე მგონია
    Culé [?]
    #6 2 მაისი 2022 18:38
    0
    ციტატა: azulgerana
    ციტატა: C.PC5
    ჰალანდს მაინც თუ ვერ შეწვდებიან ამის ყიდვას რაც ამაში უნდა გადაიხადონ ცოტა დაამატონ, შეაკოწიწონ როგორმე და დარვინ ნუნიესი მოიყვანონ.

    ჰალანდი უკვე მან სიტიშია ჩათვალე და კაპიკს კაპიკი დააწებონ რაა წიწიბურა ჭამონ? 🤣

    თუ საჭირო იქნება მარტო უშაქრო ჩაიზეც უნდა დატოვოს ლაპორტამ, ნორმალური ტრანსფერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სეზონში
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #5 2 მაისი 2022 18:37
    4
    ნუნიესი არავიზე ნაკლები არაა და მანჩესტერი მაგრად ჩალიჩობს მაგ ბიჭზე არ მგონია ეხლა ბარსაზე მეტად მანიუში უნდოდეს თვითონ და თუ მოიფიქრებენ ცუდი არ იქნება
    Culé [?]
    #4 2 მაისი 2022 18:37
    0
    ციტატა: gecheche
    ასე მგონია ბოლოა დარვინ ნუნიესს იყიდიან ამას არ გამოუშვებს ბაიერნი შანსი არაა და პირადად მე ეგრე მირჩევნია დარვინი რო მოიყვანონ

    ეგ დარვინი რაშფორდის პორტუგალიური ვარიანტია თუ რა პოზიციაზე თამაშობს ვერ დავამუღამე
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #3 2 მაისი 2022 18:17
    6
    ასე მგონია ბოლოა დარვინ ნუნიესს იყიდიან ამას არ გამოუშვებს ბაიერნი შანსი არაა და პირადად მე ეგრე მირჩევნია დარვინი რო მოიყვანონ
    Culé [?]
    #2 2 მაისი 2022 18:16
    2
    ციტატა: C.PC5
    ჰალანდს მაინც თუ ვერ შეწვდებიან ამის ყიდვას რაც ამაში უნდა გადაიხადონ ცოტა დაამატონ, შეაკოწიწონ როგორმე და დარვინ ნუნიესი მოიყვანონ.

    ჰალანდი უკვე მან სიტიშია ჩათვალე და კაპიკს კაპიკი დააწებონ რაა წიწიბურა ჭამონ? 🤣
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #1 2 მაისი 2022 18:09
    3