ჩავი ერნანდესი მალიორკასთან მატჩის წინ: ანსუ ფატი განაცხადში მოხვდება

ჩავი ერნანდესი მალიორკასთან მატჩის წინ: ანსუ ფატი განაცხადში მოხვდება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "მალიორკასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის. გუშინ "სევილიამ" ვერ მოიგო, "ატლეტიკო" დღეს თამაშობს... ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.
ეს კვირა დაღლილობის შემდეგ ძალების აღსადგენად კარგი იყო. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ზონაში თავის დამკვდრების ორი ძალიან კარგი შანსი გავუშვით და ახლა მოგება გვჭირდება.
ყველა დონეზე დიდი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. ჩემი მოსვლის შემდეგ ყოველი თამაში ფინალის ტოლფასია. მინიმალურ მიზანს უნდა მივაღწიოთ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა არის ის.

ანსუ ხვალ განაცხადში მოხვდება. ის ძალიან კარგია. თუ ყველაფერი კარგად წავა, ფატი რამდენიმე წუთს ითამაშებს. ის სეზონის დარჩენილ შეხვედრებში კარგად ითამაშებს. ის განსაკუთრებულია. მას ფლანგსა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის ვარსკვლავია. ფატის გოლების გატანა შეუძლია.

ფრენკი? ჩვენ პირისპირ ვისაუბრეთ და ის დამშვიდდა. დე იონგს რამდენიმე ძალიან კარგი თამაში ჰქონდა და ეს რუტინად უნდა ვაქციოთ. ფრენკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
თუ "რეალი" ჩემპიონი გახდება, ჩვენ მათ მივულოცავთ. ეს დამთხვევა არაა, ეს თანამიმდევრულობაა. შიდა ჩემპიონატს ყოველთვის ის იგებს, ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
კუმანს უდიდეს პატივს ვცემ. კლუბში ისიც ძალიან რთულ პერიოდში მოვიდა. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რონალდი კლუბის გულშემატკივარი და ლეგენდაა. ახლა რაც უნდა ვქნათ, ეს ერთად დგომაა.
პედრი დამოუკიდებლად ვარჯიშობს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პიკეს დიდი ხანია, მყესის პრობლემა აქვს. რობერტოს ტრავმა არ განმეორებია, მას კუნთების პრობლემა აქვს. ნიკომ ფატისთან შეჯახებისას თითი მოიტეხა. დემბელემ ყელის ტკივილით გაიღვიძა. ვნახოთ, რა იქნება.
ტრაორეს მომავალი? მირჩევნია, შემდეგ სეზონზე არ ვისაუბრო, მაგრამ ახლა ის ძალიან გვეხმარება. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ წუთს თამაშობს. მას უკვე ვუთხარი, რომ ყველა შეხვედრას ვერ ითამაშებდა, მაგრამ ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ტრავმების გათვალისწინებით, პუჩს თამაშის მეტი შანსი აქვს. ახლა თამაშისთვის ყველა მზად უნდა იყოს.
ხავი აგირეს ("მალიორკას" მწვრთნელი) დიდი გამოცდილება აქვს, ის შესანიშნავი სპეციალისტი და პატიოსანი და თავმდაბალი პიროვნებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 1 მაისი 2022 13:53
    0
    ჩავი გუნდი მეორეზე უნდა გაიყვანო გუნდი რომ მომავალ წელს ესპანეთის სუპერ თასის ნახ ფინალში რომ გავიდეთ და პირველი ტიტულის გემო რომ გავიგოთ თან არც ისეთი მოწინააღმდეგე არ გვეყოლება:

    ბარსა-ბეტისი (მეორეადგილოსანი ხვდება თასის გამარჯვებულს)
    რეალი-ვალენსია (ლალიგის ჩემპიონი ხვდება თასის ფინალისტს)

    და ფინალი ალბათ ელკლასიკო ისე ბარსა-ვალენსიაზე არ ვიტყოდი უარს თასი რომ წაგვართვეს მაგაზეა შური საძიებელი 2019 წელს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 მაისი 2022 01:32
    0
    აჰა, ასე დატრიალდა მოვლენები რომ...
    სევილია-ატლეტიკომ ერთმანეთი უნდა დახოცონ, სევილიას ბილვაოსთან და ვილაირეალტანაც აქვს სათამაშო, მოკლედ, 1 თამაშით ნაკლები და ძალიან ცუდი კალენდარი
    ატლეტიკოს 2 ქულიანი ჩამორჩენა + 1 თამაშით ნაკლები;
    რეალთან სათამაშო, კაი რეალს აღარ სჭირდება, მაგრამ სევილიასთან და მერე ანოეტაზე სათამაშო;
    ანუ ცოტა დაძაბეს ჩემპიონატი და ცოტა ტოტალიზატორზე გააგორეს თუ რა იყო?! ამას დავინახავთ შემდეგ დარჩენილ ტურებში
    Culé [?]
    #7 30 აპრილი 2022 22:25
    0
    ციტატა: serafime
    იმედია მოვიგებთ და ველი ფატის გამოჩენას მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთით ❤️

    ხო მეც მინდა გამოვიდეს ფატი
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #6 30 აპრილი 2022 21:31
    1
    არ ვიცი რატომ მაგრამ ასე უცებ ფული გაუჩნდათ ლევანდოვსკის 30-მილიონი შესთავაზეს ხელფასის სახით და წაგებები საეჭვოდ მიეწყო, აი როგორ გინდა არ აგინო ლაპორტას და მთელ მის ბორდს თუ მართლა იყიდეს ლევანდოვსკი და 30+ დაუნიშნეს მესი მეტს კიარ ითხოვდა რაც ტრანსფერში და ხელფასში უნდა დაიხარჯოს , არადა ჩავის მიცა მესი მის უნარებს მაქსიმალურად გამოიყენებდა და ბურთს არავის დაანახებდა.
    Culé [?]
    #5 30 აპრილი 2022 17:41
    1
    ციტატა: nika 54
    კაი ფორმაში ყოფილა ფატი, ნიკოს თუ თითი მოტეხა.

    აბაა ნიკო ისეთ ჯანზე,არაუხოსაც გაუჭირდებოდა მაგასთან ჭიდაობა,ამ პატარა ფატიმ კიდე თითი მოატეხა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #4 30 აპრილი 2022 16:33
    1
    nika 54,
    მაგარ ჯანზეა
    Culé [?]
    #3 30 აპრილი 2022 15:42
    3
    ოოო ფატიმას 5 წუთი მაინც თუ მიეცა ხვალ გაასწორებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 აპრილი 2022 15:31
    7
    კაი ფორმაში ყოფილა ფატი, ნიკოს თუ თითი მოტეხა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 30 აპრილი 2022 15:23
    1
    იმედია მოვიგებთ და ველი ფატის გამოჩენას მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთით ❤️