ჟერარ რომერო ბარსელონას გეგმებზე

ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, ჟერარ რომერო "ბარსელონას" შესახებ საუბრობს.
ცენტრალური დაცვა
"ბარსელონას" ლისანდრო მარტინესი და ალესიო რომანიოლი შესთავაზეს, მაგრამ კატალონიურ კლუბს სხვა ცენტრალური უკანახაზელის დამატება სურს.
პიერ-ემერიკ ობამეიანგი
"ბლაუგრანა" შემდეგ სეზონში გაბონელი თავდამსხმელისთვის ხელფასის 11 მილიონ ევრომდე გაზრდას აპირებს, საიდანაც 5 მილიონი გარანტირებული იქნება, დანარჩენი კი - ბონუსები.
მემფის დეპაი
პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა კლუბმა "ბარსელონას" მემფის დეპაის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა.
ნიკო გონსალესი
"ბარსას" ნიკოსთან კონტრაქტის 2026 ან 2027 წლამდე გახანგრძლივება სურს. პარალელურად, რამდენიმე კლუბმა კატალონიელებს გონსალესის იჯარის თაობაზე მიმართა.
კლემან ლანგლე
ლანგლემ პრემიერ ლიგიდან რამდენიმე შეთავაზება მიიღო, "ბარსელონას" ფრანგის გაშვება სურს. 26 წლის უკანახაზელმა იცის, რომ "ბლაუგრანაში" ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებს, ამიტომ მას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ჟორჟე მენდეში
"ბარსელონას" ბორდის წევრები გუშინ ცნობილ საფეხბურთო აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდა, რომელიც ნიკო გონსალესის, ფრანსიშკუ ტრინკაუსა და ადამა ტრაორეს აგენტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]