2 პირობა, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდის

დღეს "ბაიერნისა" და რობერტ ლევანდოვსკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც გერმანულ პრესაში იწერება, პოლონელი ვეტერანი შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილოა, რადგან "ბაიერნმა" მის აგენტს განუცხადა, რომ ფეხბურთელის წელს გაყიდვას არ აპირებს.
ლევანდოვსკის სურს, რომ მიუნხენელებმა მას 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივონ, ან მისცენ იმ გუნდში წასვლის უფლება, რომელიც მას ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ასეთი კლუბი, ამ ეტაპზე, "ბარსელონაა".
გერმანული Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ბაიერნი" ლევანდოვსკის მხოლოდ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაყიდის. პირველი ესაა ფინანსურად მისაღები შეთავაზების არსებობა, მეორე კი შესაბამისი შემცვლელის მოძებნა.
"ბარსელონასთვის" ეს პირობები კარგი ამბავი ნამდვილად არაა. ცნობილია, რომ "ბლაუგრანა" 33 წლის თავდამსხმელში 30-35 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, გერმანულმა მხარემ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლევანდოვსკის "ბარსაში" 40 მილიონ ევროდ გაშვებასაც არ აპირებს.
რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს - "ბაიერნი" წელს ასეთი დონის თავდამსხმელს ნამდვილად ვერ იშოვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]