ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვას არ აპირებს
როგორც დაანონსებული იყო, დღეს მიუნხენის "ბაიერნისა" და რობერტ ლევანდოვსკის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც დაახლოებით 2.5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, "ბაიერნიდან" ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი, ხოლო ლევანდოვსკის მხრიდან მისი აგენტი პინი ზაჰავი ესწრებოდნენ.
დღეს დილით გავრცელებული ცნობებით, ზაჰავი მიუნხენში იმისთვის ჩავიდა, რომ "ბაიერნისთვის" ფეხბურთელის ტრანსფერი მოეთხოვა. Bild-ის ცნობით შეხვედრამ პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა, მაგრამ გერმანელებმა პოლონელის წარმომადგენელს აცნობეს, რომ კლუბი 33 წლის თავდამსხმელის ამ ზაფხულში გაყიდვას არ აპირებს.
ივარაუდება, რომ მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ.
ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდის დამატების იმედების გადაწურვის შემდეგ "ბარსელონას" მთავარი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკია, მაგრამ აშკარაა, რომ "ბაიერნთან" მოლაპარაკება ადვილი არ იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]