UEFA ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას აპირებს

UEFA ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას აპირებს

The Times-ის ინფორმაციით, UEFA ჩემპიონთა ლიგის ფორმატში დამატებითი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

კერძოდ, ახალი ფორმატის მიხედვით:

  • ნახევარფინალური ეტაპი 2-მატჩიანი აღარ იქნება, ის ე.წ. "ოთხთა ფინალით" ჩანაცვლდება და გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან
  • ნახევარფინალები და ფინალი ერთ ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება
  • "ოთხთა ფინალი" მინი ტურნირის სახეს მიიღებს

UEFA-ს მესვეურებს ეს იდეა განსაკუთრებით მოსწონთ, ვინაიდან ტურნირის ერთ ქალაქში გამართვა სხვადასხვა ფესტივალებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობასაც იძლევა.

თუ შეხედავთ Super Bowl-ს (ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი), ეს დიდებული ღონისძიებაა და მას შესანიშნავად ატარებენ. ისინი მართავენ კონცერტებს, სადაც ხალხი მიდის და ერთობა. თუ ამ ორ თამაშს წააგებ, საკომპენსაციოდ დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია.

- განუცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა The Times-ს.

ცნობისთვის, 2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ისედაც იცვლება, რომლის მიხედვითაც:

  • გათამაშებაში მონაწილეობას, 32-ის ნაცვლად, 36 გუნდი მიიღებს;
  • ჯგუფურ ეტაპს ერთი მთლიანი სატურნირო ცხრილი ჩაანაცვლებს;
  • თითოეული კლუბი 10 შეხვედრას ჩაატარებს: 5-ს სახლში და ამდენივეს - გასვლაზე;
  • ვიხილავთ 100 მატჩით მეტს;
  • ცხრილში პირველ 9 ადგილზე მყოფი გუნდები შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავლენ;
  • მე-9-დან 24-ე პოზიციაზე მყოფი კლუბები, შემდეგ ეტაპზე გასაღწევად, ერთმანეთს 2-მატჩიან შეხვედრებში დაუპირისპირდებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 29 აპრილი 2022 19:18
    0
    ფორმატი იდეალურია. უბრალოდ რა ფულსაც ტეხავს უეფას ხელმძღვანელობა იმის ნახევარი საპრიზო ფონდში რომ ჩადონ პრეტენზიაც აღარავის ექნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 აპრილი 2022 18:06
    1
    როგორ გაართულონ აღარ იციან, იმის მაგივრად რო გაამარტივონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 აპრილი 2022 16:08
    1
    რა დებილობაა ბიჭო რატო ცვლიან ამ ფორმატებს იყოს როგორც არის ისე ეს დადა აფეთქებული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 აპრილი 2022 15:53
    1
    ფანებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ ხოლო მაყურებლის თანხა კლუბებს მოაკლდებათ ასევე საკუთარ ქვეყნის ან რაიონის ტურიზმს საგრძნობლად დაარტყავს. ფესტივალი და თემები ზოგადად ძვირი ჯდება და ფასებიც რა თქმა უნდა გაძვირებული იქნება. როცა მანჩესტერი და რეალი ერთმანეთს საბერძნეთში დაუპირისპირდება ხოლო პარალელურად ბარსელონა არსენალს მესმის რომ ქალაქი გადაიტვირთება ტურისტების ბინით, ერთი მხრივ მხიარული არდადეგები იქნება მაგრამ მაინც ცუდია თვითონ კლუბების თვის
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #5 28 აპრილი 2022 15:22
    1
    რა სისულელეა, ეს რა არის? სანამ კიდევ ერთი ერიქსენი დაემართება ვინმეს მანამდე არ გაჩერდებიან?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აპრილი 2022 14:48
    1
    აუ ამის დედას ტენა ბალოტელიმ თუ მართლა ასე შეცვალა,რა იდიოტობაა, რითია ეს ფორმატი ცუდი? დატოვონ როგორაცაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 აპრილი 2022 13:40
    1
    რა სისულელეა აი რა სისუელელეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 28 აპრილი 2022 11:26
    4
    ფეხბურთს დედას უ@@ნავენ რასაც ქვია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 აპრილი 2022 10:55
    0
    ისევ სუპერლიგა ჯობია.დააყეთ რა ერთი ადგილი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid