მატეუ ალემანიმ ლევანდოვსკის კონტრაქტის პირობები გააცნო

მატეუ ალემანიმ ლევანდოვსკის კონტრაქტის პირობები გააცნო

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გუშინ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში რობერტ ლევანდოვსკის აგენტ პინი ზაჰავის შეხვდა.

ალემანიმ ფეხბურთელის წარმომადგენელს განუცხადა, რომ "ბარსა" მზადაა, 33 წლის თავდამსხმელში 30-35 მილიონი ევრო გადაიხადოს და მას 2+1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

"ბლაუგრანამ" პინი ზაჰავის სთხოვა, რომ "ბაიერნზე" ზეწოლა მოახდინოს და ლევანდოვსკის გაშვება აიძულოს. პოლონელის აგენტი "რეკორდმაისტერის" წარმომადგენლებს მალე შეხვდება და კატალონიელთა შეთავაზებას გააცნობს.

ლევანდოვსკი "ბაიერნში" წლიურად 12.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "ბარსაში" კი ხელფასის შემცირება მოუწევს, რაზეც, როგორც ცნობილია, პოლონელი თანახმაა.

ჟერარ რომერო დასძენს, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები სხვა ფეხბურთელის აგენტსაც შეხვდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 29 აპრილი 2022 18:52
    0
    მშვენიერი ვარიანტია. მომავლის გუნდში ერთი გამოცდილი ვარსკვლავი საჭიროა და ეს იდეალური ვარიანტია ამ დროისთვის.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 აპრილი 2022 18:08
    1
    ბაიერნი იძახდა 50 მილიონად არ გავუშვებთო და ამათ კიდევ უფრო დაუწიეს ფასი. არაფრით არ გამოუშვებენ.
    გულშემატკივარი [?]
    #6 28 აპრილი 2022 16:59
    0
    ერთი 9 მილიონზე რომ დასთანხმდეს მგონი ცუდი არაა. ორი წელი მაინც გვეყოლება გოლის გამტანი პლიუს ცალკე შემოსავლის წყაროა მაისურები და სხვადასხვა რამეებიდან
    გულშემატკივარი [?]
    #5 28 აპრილი 2022 13:57
    0
    12.5 მილიონი ძალიან უნამუსობაა, პრემიერ ლიგაში ამის მეოთხედის დონის ფეხბურთელებს აქვთ მაგდენი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აპრილი 2022 13:37
    0
    ესეთი ტიპები ძულს დედა მიწუწულს ამნაირ კონტრაქტს ისინიც შეთავაზევენ დარწმუნებული ვარ და ეს იმათ უარს ეუნება და უფრო დაბალ ხელფასზე სხვაგან გარბის დედას გავთხარე ყველა ეგეთისას ახალგაზრდა პერსოექტიული რო იყო და ახალი გუნდი გინდოდეს მაღალ დონეზე გადადიოდე კიდე მესმის მარა ეხლა 2 პარასკები გაქ დარჩენილი კარიერაში დაეგდე რა ადგილზე
    Culé [?]
    #3 28 აპრილი 2022 13:17
    1
    10 მლნ თუ ექნება ხელფასი რატომაც არა
    ფანი [?]
    #2 28 აპრილი 2022 12:43
    1
    ლევანა გვაწყობს, კიდევ 2-3 წელი სერიოზულად გაქაჩავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 აპრილი 2022 10:52
    0
    ნეტა ის სხვა ვინაა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid