10 რამ, რაც რონალდ არაუხოს შესახებ უნდა იცოდეთ

10 რამ, რაც რონალდ არაუხოს შესახებ უნდა იცოდეთ

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდ არაუხო "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2026 წლამდე ახანგრძლივებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

კატალონიური კლუბი ურუგვაელი მცველის შესახებ ათ საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

1. ტკბილ-მწარე დებიუტი

არაუხო "ბარსელონაში" მესამე სეზონს ატარებს. ის პირველი გუნდის შემადგენლობაში პირველად 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლა ლიგის შეხვედრაში "სევილიას" წინააღმდეგ გამოჩნდა. რონალდი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რადგან იგი არბიტრმა გააძევა. 

2. პირველ გუნდში გადასვლა

რონალდ არაუხო პირველ გუნდში ოფიციალურად 2020/21 წლების სეზონში დააწინაურეს. იგი 2018 წლიდან "ბარსელონა ბ-ში" ასპარეზობდა და გარსია პიმიენტას მომზადებული გუნდის ერთ-ერთი კაპიტანიც გახლდათ.

3. პირველი გოლი

23 წლის ფეხბურთელმა თავისი სადებიუტო გოლი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 2020 წლის 19 დეკემბერს "ვალენსიას" გაუტანა. ურუგვაელმა ბურთი მეტოქის კარში მაკრატელას მსგავსი დარტყმით გადაგზავნა.

4. მცველი თავდამსხმელის სულით

23 წლის უკანახაზელს თავდამსხმელის სული აქვს. მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან თავი "გრანადას", "სევილიას", მადრიდის "რეალისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" გამოიჩინა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან არაუხომ კარიერა სწორედ თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო.

5. სათამაშო ნომრები

არაუხო "ბარსას" პირველ გუნდში თავდაპირველად 33-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, შემდეგ 30, ახლა კი 4-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

6. ეროვნული ნაკრები

არაუხოს დებიუტი ურუგვაის ნაკრებში 2020 წლის 14 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ეკვადორის" წინააღმდეგ შედგა, რომელიც "სელესტემ" 2-4 წააგო, თუმცა ურუგვაი მუნდიალზე საბოლოოდ მაინც გავიდა, რომელიც არაუხოსთვის პირველი იქნება. 

7. მე-20 ურუგვაელი "ბარსელონაში"

არაუხო მეოცე ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელსაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით უთამაშია. ურუგვაის სხვა გამორჩეული წარმომადგენლები რონალდ როსი, ალფრედო ამარილიო და ლუის სუარესი ყოფილან.

8. პირველი ტიტული 

არაუხომ პირველი ტიტული, ესპანეთის თასი კატალონიურ გუნდთან ერთად გასულ სეზონში მოიგო. "ბარსამ" ფინალში ბილბაოს "ატლეტიკი" 4-0 დაამარცხა.

9. საყვარელი სასმელი

არაუხო ტრადიციული სამხრეთ ამერიკული სასმლის, მატეს დიდი მოყვარულია. 

10. ოჯახი

23 წლის ურუგვაელს მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს. წყვილს 2021 წლის 11 ოქტომბერს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც აიტანა დაარქვეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აპრილი 2022 18:35
    0
    ნეტავ ამას ტრამვები არ ტანჯავდეს ასე ხშირად რა,ფორმსი შესვლას ვერ ასწრებს რო ახალი ტრამვა ემატება.
    Culé [?]
    #3 27 აპრილი 2022 19:12
    2
    ციტატა: La Pulga10
    უხ ის გოლი არასდროს დამავიწყდება,რა ტენა ამ ცხოველმაა.

    ულამაზესი გოლი იყო ♥️♥️
    Culé [?]
    #2 27 აპრილი 2022 18:47
    1
    ყველანაირად დადებითია ტიპი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აპრილი 2022 18:32
    4
    უხ ის გოლი არასდროს დამავიწყდება,რა ტენა ამ ცხოველმაა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid