ბარსელონამ ალექს გრიმალდოსთან მოლაპარაკებები განაახლა

ალექს გრიმალდოს "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
ცნობილია, რომ კატალონიური გუნდი მარცხენა მცველს ეძებს, რომელიც ჟორდი ალბას კონკურენციას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით კატალონიელთა რჩეული "სელტაში" მოთამაშე ხავი გალანია. ამის მიუხედავად, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ბლაუგრანამ" მოლაპარაკებები გრიმალდოსთანაც განაახლა.
"ბენფიკას" 26 წლის მარცხენა მცველს "ბარსელონაში" დაბრუნება ძალიან უნდა და ის ამას არც უარყოფს. ბოლო ცნობებით ესპანელმა მარცხენაფლანგელმა პორტუგალიელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. მის ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გასდის, რის გამოც ფეხბურთელის ფასი მის დონესთან შედარებით ბევრად დაბალი იქნება.
ალექს გრიმალდო "ლა მასიას" აღზრდილია. ასაკობრივ გუნდებში 4 წლის გატარების შემდეგ 2012 წელს ის "ბარსა ბ-ში" დაწინაურდა, 2016 წელს კი "ბენფიკაში" გადავიდა. ლისაბონური გუნდის მაისურით გრიმალდომ 248 თამაში ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 50 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]