რონალდ არაუხო: ბარსელონაში დარჩენა დიდი სიამოვნებაა

"ბარსელონამ" რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით ურუგვაელმა BarcaTV-სთან კომენტარი გააკეთა:
ჩემთვის, აქ კიდევ ბევრი წლით დარჩენა დიდი სიამოვნებაა. აქ თამაში მიყვარს და მადლობა ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, კლუბსა და კოლეგებს, რადგან მათი წყალობით, ყველაფერი დიდებულად მიდის.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები "ურუგვაიოს" მეძახდნენ, ეს რაღაც განსაკუთრებულია. მახსოვს, ფანები ამას ლუის სუარესს ეძახდნენ, რითაც შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, ახლა კი იგივეს მე მეძახიან.
ვიმედოვნებ, ბევრ ტიტულს მოვიგებთ და ქომაგებს გავაბედნიერებთ.
გუნდში მოსვლის შემდეგ, ჩემი პიროვნულობა არ შეცვლილა. თანაგუნდელებმა იციან, რომ შეუძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში მენდონ.
არაუხო კონტრაქტს ხელს პარასკევს მოაწერს, რის შემდეგაც ის და ჟოან ლაპორტა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]