ლევანდოვსკის აგენტი ბაიერნს ბარსელონას შეთავაზებას წარუდგენს | BIILD

ლევანდოვსკის აგენტი ბაიერნს ბარსელონას შეთავაზებას წარუდგენს | BIILD

რობერტ ლევანდოვსკისა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება. SportBILD-ის ინფორმაციით, პოლონელის აგენტი, პინი ზაჰავი "რეკორდმაისტერის" წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, დღეს, შეხვდება. 

მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრებენ. წყაროს ცნობით, "ბაიერნი" ვარაუდობს, რომ პინი ზაჰავი კლუბს ლევანდოვსკის თაობაზე "ბარსელონას" შეთავაზებას წარუდგენს.

33 წლის თავდამსხმელის გარემოცვის თანახმად, ლევანდოვსკი გუნდის დატოვებას აქტიურად განიხილავს. BILD-ის ცნობით, რობერტს, არ ესიამოვნა "ბაიერნის" სპორტული დირექტორის სიტყვები, რომ კლუბი მას არ გაუშვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

გერმანული გარემოცვის ცნობით, ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერის" თავკაც იულიან ნაგელსმანთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ თანაგუნდელები საკმარის შანსებს არ უქმნიან. პოლონელი თვლის, რომ 8 წარმატებული სეზონის შემდეგ, მას უფლება აქვს, დამაკმაყოფილებელი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აპრილი 2022 01:17
    0
    იმედია ესეც ვერატივით არ გადაგვაგდებს ბოლოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 27 აპრილი 2022 18:50
    0
    მოდი იყოს სადაცაა რაა, აცადონ ჩავის ნორმალური გუნდის აშენება გაახალგაზრდავება.
    Culé [?]
    #2 27 აპრილი 2022 14:51
    1
    რაც არ უნდა იყოს ბაიერნი ამ ბარსელონაზე ძლიერია, თუმცა ფორმაში შესვლა მოტივირება სჭირდებათ. ლევანასაც არამგონია კარიერის ბოლო წლების მშენებარე გუნდში გატარება უნდოდეს და დასაშანტაჟებლად იყენებს ბარსელონას სახელს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აპრილი 2022 14:10
    0
    მეც მგონია ეს ბაიერნთან ვაჭრობს და ჩვენთან გადმოსვლით აშინებს.