ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ ბარსელონას უჩივლა

როგორც დაანონსებული იყო, "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციამ ქალაქ ბარსელონას სასამართლოს ორი მოთხოვნით მიმართა: პირველი მათგანი "ბარსელონას" მხრიდან კონფედერაციასთან შეთანხმების ცალმხრივად გაწყვეტას ეხება, მეორე კი 2020/21 წლების სეზონის ინვოისების გადახდას.
"ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაცია კლუბის პარტნიორი ორგანიზაციაა. ეს თანამშრომლობა კლუბის წესდებითაა დაცული. გაპრეზიდენტების შემდეგ ჟოან ლაპორტამ კონფედერაციასთან თანამშრომლობა ცალმხრივად გაწყვიტა, 2021 წლის ოქტომბერში კი გენერალურ ასამბლეას წესდების შეცვლის ინიციატივით მიმართა. ინიციატივა ჩავარდა, მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფედერაციასთან თანამშრომლობის გაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამის მიუხედავად კლუბმა კონფედერაციასთან თანამშრომლობა მაინც გაწყვიტა.
დაახლოებით 2 თვის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურ ფანკლუბებს, მათ შორის ჩვენს ფანკლუბსაც, ახალი რეგულაციები დაუგზავნა. ამ რეგულაციების მიხედვით ძალიან ბევრ ფანკლუბს სტატუსი შეუჩერდებოდა, რადგან ისინი წევრების მინიმალური რაოდენობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ. თუმცა 27 მარტს, ექსტრამადურას ფანკლუბთან გამართული შეხვედრის დროს ლაპორტამ განაცხადა, რომ ეს წესი არ ამოქმედდებოდა.
რაც შეეხება კონფედერაციის მეორე მოთხოვნას: ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, "ბარსელონას" ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ფერან რევერტერთან არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კლუბი კონფედერაციის 2020/21 წლების ხარჯებს დაფარავდა, თუმცა რევერტერის წასვლის შემდეგ კლუბში განაცხადეს, რომ ისინი ამ ინვოისების გადახდაზე პასუხისმგებლები არ არიან.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონაში" აცხადებენ, რომ ამ საკითხით კლუბის იურიდიული დეპარტამენტი დაკავდება, რომელიც შესაგებელს მოამზადებს. "ბარსას" პოზიცია ასეთია:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]