დე იონგი უკმაყოფილოა, მაგრამ გუნდის დატოვებას არ აპირებს

დე იონგი უკმაყოფილოა, მაგრამ გუნდის დატოვებას არ აპირებს

ფრენკი დე იონგი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ექცევა მას "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი, თუმცა ამის მიუხედავად ნიდერლანდელი ნახევარმცველი კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

SER-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ მას მწვრთნელი ხშირად ცვლის. ეს მას "რაიოსთან" გამართული შეხვედრის დროსაც ეტყობოდა.

მიმდინარე სეზონში ფრენკიმ მოედანი თამაშის დასრულებაზე ადრე 12-ჯერ დატოვა. ამაზე მეტჯერ, 14-ჯერ მხოლოდ გავი შეცვალეს.

ასევე SER იტყობინება, რომ უკმაყოფილების მიუხედავად ფრენკი გუნდის გამოცვლაზე არ ფიქრობს, იმის მიუხედავად, რომ მისი დამატების სურვილს "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 აპრილი 2022 23:52
    0
    მოუმატე და არ შეგცვლიან. ძალიან მარტივია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 აპრილი 2022 14:31
    1
    ესე იგი გავი უფრო უკმაყოფილო უნდა იყოს წესით, ასეა? ეზოში ხო არ ბურთაობ შე კაცო, რო თამაშით გაძღე. აქ ტურნირების მოგებაზეა ლაპარაკი და თუ არ წაგივიდა თამაში აცალე სხვას ეგება იმან გააკეთოს რამე. მითუმეტეს შენი მოგვარის მაგალითი სახეზეა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 აპრილი 2022 12:32
    1
    აბა მოედანზე სიარული ხავისაც შეუძლია, 4 თამაშია საერთოდ არაფერი გაუკეთებია დე იონგს
    Culé [?]
    #5 26 აპრილი 2022 23:02
    1
    ამის გაშვება დიდი შეცდომა იქნება და აქ რომ პროფესორობთ ზოგიერთი, კარგად დაფიქრდით, ცუდი რომ იყოს ბაიერნი, პსჟ და მანჩესტერი დაინტერესდებოდნენ?
    Culé [?]
    #4 26 აპრილი 2022 21:03
    5
    ხან კმაყოფილი და ბედნიერია ხან უკმაყოფილო და უბედური რა პონტია ??? ეტყობა შეყვარებული აღარ აძლევს😃 ეს კაცი არის ძაან მაგარი და თუ გაუშვებენ მანჩესტერში გამოჩნდება ვისაც არ გევასებათ რა ძალაცაა რეალურად.
    გულშემატკივარი [?]
    #3 26 აპრილი 2022 20:39
    1
    გაასხმევინეთ ამის ძალით ნიჭიერი დდშვც. ბარსელონას ესტებან გრანეროა სუფთა… ამის იმედზე იყოს მანჩესტერ იუნატედი.
    Culé [?]
    #2 26 აპრილი 2022 19:31
    3
    თავისი თავის უკმაყოფილო რატომ არ არის საინტერესოა
    ფანი [?]
    #1 26 აპრილი 2022 19:29
    1
    პირველ რიგში თავისი თავით იყოს უკმაყოფილო