ბაიერნის სპორტული დირექტორი: ლევანდოვსკის ბარსელონაში 40-50 მილიონად არ გავუშვებთ

ბაიერნის სპორტული დირექტორი: ლევანდოვსკის ბარსელონაში 40-50 მილიონად არ გავუშვებთ

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე საუბრობს:

რა თქმა უნდა, მისი შენარჩუნება გვინდა. რობერტი ძალიან დაფასებულია, ფანებს ის ძალიან უყვართ. მაგრამ ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს უნდა გადავხედოთ.

მე ლევანდოვსკის ვესაუბრე. ჩვენ მის აგენტსაც დაველაპარაკებით. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს და ამით ვამაყობთ. 

გავუშვებთ თუ არა ლევანდოვსკის, თუ "ბარსელონა" 40-50 მილიონს შემოგვთავაზებს? არა, მას კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

გერმანული Bild-ის ჟურნალისტის, ტობი ალტშეფლის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელსა და მის გარემოცვას სალიჰამიჯიჩის განცხადება არ მოეწონებათ. წყაროს თანახმად, თუ მხარეები შეთანხმებას მალე ვერ მიაღწევენ, ლევანდოვსკი ზაფხულში "ბაიერნს" დატოვებს.

გუშინ საკუთარ მომავალზე კომენტარი თავად პოლონელმა გააკეთა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 აპრილი 2022 12:08
    0
    და ამ ფასში თვითონ დე იონგი უნდათ.
    გულშემატკივარი [?]
    #9 25 აპრილი 2022 09:08
    0
    შეინახეთ კარგად და ორ-სამ წელიწადში პენისია მოუწევს და დაუნიშნეთ.რავა ყველა ბარსას აგოიმებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 25 აპრილი 2022 00:13
    0
    სიკეთეში მოიხმარეთ
    ფანი [?]
    #7 24 აპრილი 2022 22:18
    0
    თუარც გაუშვებთ რაა😑
    ფანი [?]
    #6 24 აპრილი 2022 20:22
    0
    დაკში გაიკეთეთ თუარც გაუშვებთ, 33 წლის საჯარიმოს ფორვარდში 40-50 მლ გადამხდელის კარგიც :დ
    Culé [?]
    #5 24 აპრილი 2022 18:59
    1
    ძაან კაი :)
    Culé [?]
    #4 24 აპრილი 2022 18:54
    0
    ოოო არა და 60 ლიმონზე მეტი ამაში ნაღდად არ უნდა დახარჯონ.აიღონ ეფ ფული და დაცავს მოახმარონ,თუ არადა სხვა ვინმე მონახონ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 აპრილი 2022 17:52
    2
    Jeff el,
    აი 100% ხარ ძმაო! ყველამ ხო თითო მძორი უნდა მოათრიოს თან დიდ ფულად! ეს ჩავის კისერზეა! ტიპს რაგბის კარები ჰგონია მოედანზე!!!!
    Culé [?]
    #2 24 აპრილი 2022 17:14
    2
    40 და 50 ც კი ბევრია და ამათ თურმე მეტი უნდათ🤣, დაიტოვეთ თქვენი პენსიონერი, არ უნდა დაგვაგოიმონ ამა შვაინებმა
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    წევრი [?]
    #1 24 აპრილი 2022 17:13
    5
    ჰალანდი სიტიშია 100% ჩვენ შეგვრჩა 50მილ ტორესი