ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ


ჩავი ერნანდესი: ”ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას ვიმსახურებთ. ლა ლიგის მოგება სამართლიანი იქნება იმ ზეწოლის გაძლების შემდეგ, რასაც მადრიდის ”რეალისგან” განვიცდიდით. გვსურს რაც შეიძლება სწრაფად გავიფორმოთ ჩემპიონობა, რათა ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. რაც შეეხება ”ესპანიოლთან” მატჩს, ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ”ბარსას” ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან”.

დანი ალვესი: ”მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს და არ გაჩენილა ეჭვი, რომ ამ მატჩში გამარჯვებას ვერ მოვახერხებდით. ამიტომაც მატჩის შედეგი სამართლიანია. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ტურში ჩემპიონობას ოფიციალურად გავიფორმებთ”.

ანდრეს ინიესტა: ”ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეზე. ვიცოდით, რომ ამ თამაშში შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. ახლა მხოლოდ ერთი ქულის აღება გვინდა, რათა ჩემპიონები გავხდეთ. რაც შეეხება ”უემბლიზე” გასამართ ფინალს, გუნდებმა ერთმანეთი კარგად იციან. ფინალური მატჩი ძალიან საინტერესო იქნება და იმედი მაქვს, რომ გამარჯვება ”ბარსელონას” დარჩება”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.