ტენ ჰაგს მანჩესტერში ფრენკი დე იონგის მიყვანა სურს | Sport
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს გუნდში ფრენკი დე იონგის მიყვანა სურს.
Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი "ბარსელონას" ნახევარმცველს საკუთარი სპორტული პროექტის ლიდერად მოიაზრებს.
წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკები" ტენ ჰაგს ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. ერთ-ერთი სამიზნე სწორედ დე იონგი იქნება.
"მანჩესტერის" ინტერესის მიუხედავად, კატალონიურ კლუბს 24 წლის ფეხბურთელის გაშვება არ სურს. ჩავი ერნანდესი ფრენკის გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
ერიკ ტენ ჰაგი ფრენკი დე იონგს 2017-19 წლებში "აიაქსში" წვრთნიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]