სერჟი რობერტოს დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

"ბარსელონას" უნივერსალი სერჟი რობერტო მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.
ესპანელს 27 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც ტრავმა და ოპერაციაა. ბოლო შეხვედრა მან "რაიოს" წინააღმდეგ ჩაატარა და არის შანსი, რომ ის სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გასამართ თამაშში დაბრუნდეს. თუმცა ამის შანსი მცირეა.
Sport-ის ცნობით, თუ რობერტო "რაიოსთან" კვირას გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, მის დაბრუნებას პირველ მაისს, "მალიორკასთან" "კამპ ნოუზე" გასამართ შეხვედრაში უნდა ველოდეთ.
ჩავის გუნდში რობერტოს როლი უკვე განსაზღვრული აქვს და ის დანი ალვესის მსგავსი იქნება - მარჯვენა მცველი, რომელიც ბურთის ფლობის დროს ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]