დანი ალვესი: რეალს გაუმართლა, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში გვიან ჩავებით

დანი ალვესი: რეალს გაუმართლა, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში გვიან ჩავებით

"ბარსელონას" ვეტერანმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა "რეალ სოსიედადის" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ვიცოდით, რომ რთული მატჩი გამოვიდოდა. აქ თამაში ყოველთვის ძნელია.

პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით, პრესინგს კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ნახევარში ინტენსივობა შევამცირეთ და მეტოქემ ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია. ფეხბურთში მოგება რთულია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ.

"რეალს" გაუმართლა, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში გვიან ჩავებით, სხვაობის შემცირება ვცადეთ, მაგრამ ეს არ გამოვიდა.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ სეზონის დასასრულს ვუახლოვდებით და ეს ყველას ძვირად უჯდება. 

ბოლო დღეებში ისე ვერ ვვარჯიშობდი, როგორც მსურდა. "ლევანტეს" წინააღმდეგ პრობლემები მქონდა, მაგრამ ჩვენ ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 აპრილი 2022 16:35
    0
    ბურთის ფლობაში გვაჯობეს, პასებში გვაჯობეს, კარში დარტყმა 1 გვაქვს და ისიც გოლი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 აპრილი 2022 14:48
    0
    რეალს რო ვუყურებ 90 წუთი მეტოქეს აპრესინგებს, ჩვენ კი პირიქით აქეთ გვაპრესინგებენ. შეადარეთ ეს და მოდრიჩი თითქმის ტოლები არიან და რამდენს აკეთებს მოედანზე მოდრიჩი ამასთან შედარებით.
    Culé [?]
    #3 22 აპრილი 2022 08:44
    5
    ყველანაირად ცუდი თამაში იყო😶 ანგარიშს თუ არ ჩავთვლით
    ფანი [?]
    #2 22 აპრილი 2022 02:05
    5
    100% მართალია ალვეში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 აპრილი 2022 01:51
    0
    რაფინია რო გაგიგდებდა წიხლქეშ ეგეც იცოდი ალბათ