პიკე ფედერაციის პრეზიდენტს: აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს

პიკე ფედერაციის პრეზიდენტს: აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს

ესპანური მედია ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, ლუის რუბიალესის ჩანაწერების გამოქვეყნებას განაგრძობს.

მორიგი ჩანაწერი "ბარსელონასა" და მისი დღევანდელი მეტოქის, "სოსიედადის" 2019 წლის დაპირისპირებას ეხება. თამაში 2-2 დასრულდა, შეხვედრის შემდეგ კი პიკემ რუბიალესთან ცუდი მსაჯობის გამო დაიჩივლა.

ჯანდაბა, დღეს ძალიან ცუდად მოგვექცნენ. აშკარა პენალტი იყო და არბიტრმა ვიდეორეფერისთან კონსულტაცია არც კი გაიარა. თერთმეტმეტრიანი დასანიშნი იყო განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტაიმში იგივე ბუსკეტსის ეპიზოდში მოხდა.

- უთხრა პიკემ რუბიალესს, პასუხად კი მიიღო:

არ არსებობს განზრახვა, რომ ვინმე დაიჩაგროს, ან ვინმემ სარგებელი მიიღოს.

ამ შემთხვევაში პიკე აშკარად მართალია. შეხვედრის სტარტზე ბუსკეტსმა მეტოქეს მაისურზე მოქაჩა, მეტოქე არც კი წაქცეულა, მაგრამ პენალტი დაინიშნა. თამაშის მიწურულს კი პიკეს მეტოქის საჯარიმოში უფრო ძლიერად მოქაჩეს მაისურზე, რის გამოც ის წაიქცა, თუმცა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა. თამაშის ვიდეო.

ეს ყველაფერი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის გასამართი მატჩის წინ ხდებოდა.

ის სეზონი მსაჯობის მხრივ სკანდალური გამოდგა. არბიტრებმა, VAR-ის დახმარებით, არაერთი დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ რუბიალესს საჩივრით როგორც "ბარსელონას", ასევე "რეალის" პრეზიდენტმა მიმართა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 აპრილი 2022 16:31
    0
    სამაგიეროდ რეალს მისცეს გუშინ პენალტი და "ოქროს ბურთის კანდიდატმა" გამაზა, მერე კიდევ მისცეს და ისიც გამაზა.
    კითხვა ასე ჟღერს ეკუთვნის ბენზემას ოქროს ბურთი თუ ბოლო 2-3 თამაშში უკვე 4 პენალტი გამაზა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 აპრილი 2022 14:56
    0
    რა გაუხურეს ამ პიკეს ტო
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 21 აპრილი 2022 12:16
    3
    მართლაც პენალტი იყო