დღეს მატეუ ალემანი რობერტოს აგენტს შეხვდება

დღეს მატეუ ალემანი რობერტოს აგენტს შეხვდება

"ბარსელონა" სერჟი რობერტოსთან მოლაპარაკებებს იწყებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს "ბარსას" სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი 30 წლის ფეხბურთელის აგენტს შეხვდება. კატალონიური კლუბი ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის კიდევ უფრო შემცირებას სთავაზობს. რობერტოს დარჩენა სურს, თუმცა ამას ნებისმიერ ფასად არ გააკეთებს, მას სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს.

MD-ს ცნობით, მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, თუმცა შეთანხმება წარმოუდგენელი არაა.

"ბლაუგრანაში" რობერტოს მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ჩავი ერნანდესსა და ჟოან ლაპორტას სერჟის შენარჩუნება სურთ, მატეუ ალემანი კი მისი გაშვების მომხრეა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 აპრილი 2022 17:08
    1
    გაასხმეინოს ამ აღარაფრის მაქნისს ამხელა ხელფასი აქვს და ფაქტიურად აღარც კი უთამაშია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 აპრილი 2022 15:44
    2
    ალემანს არ სდომებია და მოსალაპარაკებლად სწორედ ალემანს ახვედრებენ, ესე იგი ეტყობა არც ჩავის და ლაპორტას უნდათ მაინცდამაინც მისი დატოვება. ისე არც მე არ მინდა თუ ხელფასს არ დაიკლებს. ეს ვინ მიგდია მესი იყო თანახმა დაკლებაზე და მაინც გაუშვეს და ეს დაკლებაზე ლაპარაკსაც არ აპირებს და კიდევ აქეთ იმუქრება მსურველები მყავსო.
    ფანი [?]
    #1 20 აპრილი 2022 13:34
    1
    რობერტოს დრო ბარსაში ამოიწურა