ბაიერნს ლევანდოვსკის ტრანსფერში გავის ჩართვა სურს
"ბაიერნი" მზადაა, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერში "ბარსელონას" ფეხბურთელის ჩართვის ვარიანტი განიხილოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფეხბურთელი გავი იქნება.
კატალონიური Sport-ის ცნობით მიუნხენელებს "ბარსას" არცერთი სხვა ფეხბურთელი არ სურთ, რადგან მათ გადაფასებულ მოთამაშეებად მიიჩნევენ. "რეკორდმაისტერის" ერთადერთი სურვილი ხელში გავის ჩაგდებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, "ბარსას" გავის გაშვებაზე საუბარიც კი არ სურს და კატალონიელები 17 წლის ნახევარმცველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" ლევანდოვსკის დამატებითაა დაინტერესებული. მიუნხენელებს პოლონელის შენარჩუნება სურთ, ან ასეთი ფეხბურთელის შენარჩუნება როგორ არ უნდა გინდოდეს, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ რობერტს კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და მას ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსა" მზადაა, ლევანდოვსკის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]