ჟერარ პიკე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება - ყველაფერი კანონიერად გაკეთდა

ჟერარ პიკე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება - ყველაფერი კანონიერად გაკეთდა

გუშინ El Confidencial-მა გაავრცელა ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის იმდროინდელი ჩანაწერი, როდესაც ესპანეთის სუპერ თასის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარება განიხილებოდა.

საბოლოოდ, მოლაპარაკებებში "ბარსელონას" ვიცე კაპიტნის კომპანია Kosmos-ის მონაწილეობით, ტურნირის საუდის არაბეთში ჩატარება გადაწყდა. სანაცვლოდ, ფედერაცია წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებს, პიკეს კომპანიას კი 6 წელიწადში 24 მილიონი ერგება.

აღნიშნულს ჟერარ პიკე Twitch-ის საკუთარ არხზე გამოეხმაურა და ყველაფერი დეტალურად ახსნა:

რაც გავაკეთეთ, ყველაფერი კანონიერი იყო. მინდა, ინტერესთა კონფლიქტში საკუთარი სახე ვაჩვენო, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. Kosmos-ის საქმიანობით ვამაყობ.

ჩვენ გვუსრდა, ტურნირის ფორმატი შეგვეცვალა და ის მაყურებლისთვის უფრო საინტერესოდ გვექცია. ეს გავლენას ახდენს შემოსავალზეც. პრეზიდენტ ლუის რუბიალესს ეს იდეა ძალიან მოეწონა.
საუდის არაბეთი ერთადერთი ვარიანტი იყო. მაგიდაზე აშშ-სა და კატარის ვარიანტებიც იდო, თუმცა მათ საუდის არაბეთი აირჩიეს.
მე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას შესაძლებლობა გავუჩინე. ფორმატის ცვლილებამდე, ისინი ტურნირით 120 000 ევროს გამოიმუშავებდნენ, ცვლილების შემდეგ - 40 მილიონს.
საკომისიო? იმ მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს შედარებით ნორმალურია. ეს 10%-დან 15%-მდე მერყეობს და ის ბაზარსაა მორგებული.
რაც შეეხება ჩანაწერებს, ის კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მე პრეზიდენტს უბრალოდ ფორმულის პოვნაში ვეხმარები. 
ვიცი, როგორ გავარჩიო კომერციული შეთანხმება იმისგან, რასაც მთელი ცხოვრებაა, ვაკეთებ, ანუ ფეხბურთის თამაშისგან. მე დახმარება არასდროს მიმიღია. თუ მეტყვით, რომ ჯანსაღი კომერციული გარიგება ტურნირზე გავლენას მოახდენს, მაშინ წარმოდგენა არ გაქვთ, ვინ ვარ.
ერთი კვირის წინ El Confidential-მა დამირეკა და მითხრა, რომ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს არ მაღელვებდა. მე არაფრისგან დამალვა არ მიწევს.
საჭირო არაა, ძალიან ჭკვიანი იყოთ იმის მისახვედრად, თუ ვინ დგას ინფორმაციის გაჟონვის უკან.
აქ იმისთვის ვარ, რომ ყველა ჟურნალისტმა ყველა კითხვა დამისვას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს კომპანია, ეს პირადად მე არ ვარ. კომპანია დიდი ხანია, ამ საქმეს ეძღვნება. ოპერაციები სხვადასხვა კომპანიებს შორის ხორციელდება. 
რატომ გამოქვეყნდა ახლა? გამოიძიეთ, ჟურნალისტები თქვენ ხართ.
ოფიციალურად, საკომისიოს პირდაპირ საუდის არაბეთის მთავრობისგან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში არ ვიღებთ რაიმეს ფედერაციისგან, RFEF-თან არანაირი კომერციული გარიგება არ მაკავშირებს.
არ მინდა იმაზე ვიფიქრო, მაკონტროლებენ თუ არა ისინი. ეს ბოროტმოქმედული გაჟონვაა. სიახლე თავად აუდიო ჩანაწერია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და არა მასში არსებული ინფორმაცია.
მესმის, რომ ფეხბურთელისთვის ამ ტიპის ბიზნესში მონაწილეობა უჩვეულო მოვლენაა, რადგან ისინი ამას კარიერის დასრულებამდე არ აკეთებენ, მაგრამ მე ეს მომწონს. უნდა მოვიხადო თუ არა ბოდიში? არა, ამას არ ვაპირებ. ყველამ ის იფიქროს, რაც სურს.
მე ბიზნესს ფულის გამო ვაკეთებ. მე დიდი თანხა გამოვიმუშავე და შემეძლო, მთელი ცხოვრება დივანზე წამოწოლილს არაფრის კეთებაში გამეტარებინა. იმ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ფულის გამომუშავება წარმატებას ნიშნავს და ეს მომწონს.
ფეხბურთი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს ეკუთვნით, მაგრამ ქომაგები მთელ მსოფლიოში არიან.
დიახ, "ბარსამ" იცოდა, რა ხდებოდა 2019 წელს მოლაპარაკებებისას და ყველაფერი კარგად იყო.
ეროვნულ ნაკრებში თამაშისას ჩემი და რუბიალესის ურთიერთობიდან მივხვდი, რომ ამ საუბრების დასაწყებად ნდობა არსებობდა. ამას არ ვნანობ, რადგან ერთად ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ, მორალურად თუ სამართლებრივად, არასწორი არაფერი გვიქნია.

ჟერარ პიკე საკუთარ ფორმასა და გამოჯანმრთელების პროცესზეც საუბრობს:

ყოველდღე ვიბრძვი, რომ თავი ოპტიმალურად ვიგრძნო. ვნახოთ, ვიქნები თუ არა მზად ხუთშაბათს. 
კარიერის დასრულება? არა, ამისგან ძალიან შორს ვარ. მოცემული სიტუაციით, კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 აპრილი 2022 14:38
    0
    პიკე ამ თავისი საკომისიოთი რაიოლასთან ახლოსაც არ დგას. ამან გუნდებს შემოსავალი გაუზარდა ვიღაც შეიხების ხარჯზე, რომლებმაც ფული სად წაიღონ არ იციან რაიოლა კი თავისი საკომისიოებით გუნდებს აკოტრებს. ახლა ვიღაცას შეტენის ჰოლანდს და ჩაიდებს 40 მილიონს, მერე ეს ჰოლანდი თუ დემბელე აღმოჩნდება არც მაგაზე მოიკლავს თავს. აი ვინ ღუპავს ფეხბურთს.
    Culé [?]
    #2 19 აპრილი 2022 08:17
    2
    დაიკიდე რა შაკირიჩ გქონდა შანსი და მიიღე, მთავარია ხო ხედავ ამ ჩაჯმულ სიტუაციას გუნდში მაგის გამოსწორება სცადოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 აპრილი 2022 03:57
    6
    ჰაჰ რა ძმა. ტვინი ციქციკებს განა ფული მაკლია პროსტა მევასება რო რაც მომეხოშება ისმას ვაკეთებ და თან წარმატებითო. რამდენჯერ გვითქვია ვინ მოიგონა ასეთი სუპერთასი შიგ ხო არა აქო და აი თურმე ვის უქნია