ბარსელონა ეზალზულის მხოლოდ იჯარით გაუშვებს

ბარსელონა ეზალზულის მხოლოდ იჯარით გაუშვებს

მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონა" აბდე ეზალზულის გაყიდვას არ აპირებს. მაროკოელის შეძენა პრემიერ ლიგის ბევრ კლუბს სურს, თუმცა "ბარსამ" მათ უარი განუცხადა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბლაუგრანა" მზადაა, 20 წლის შემტევი მხოლოდ იჯარით გაუშვას. აბდეს იჯარით რამდენიმე ესპანური კლუბია დაინტერესებული. ეზალზულის "რომაც" აკვირდება, თუმცა ამ ეტაპზე ინტერესი სერიოზული არაა.

მაროკოელი ფეხბურთელი "ბარსელონა ბ-ში" გასული ზაფხულის შემდეგ თამაშობს. ეზალზულიმ 12 შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. მას კატალონიელებთან ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 აპრილი 2022 21:58
    0
    აუცილებლად ესპანეთში დაასაქმონ, რო პრაქტიკა ესპანურად გაიაროს და ლა ლიგა კარგად აითვისოს. იმედია მაგის ტრანსფერიც არ გახდება თავიდან საჩალიჩო და ეხლავე მოამთავრებენ მაგ საქმეს.
    ფანი [?]
    #4 18 აპრილი 2022 17:04
    0
    კი კარგია რაღაც მომენტში ცდილობს გამწვავებას თუმცა არამგონია საბოლოოდ ამისგან დიდი ფეხბურთელი დადგეს.
    ფანი [?]
    #3 18 აპრილი 2022 16:47
    3
    დააბრუნონ ზამენაზე, კონკურენცია მოკვდა ბარსაში ფერან ტორესი რომ გეყოლება სიტის მესამე ზამენა ძირითადის ფეხბურთელი ჩაუსვან ვინმე კონკურენციაში ორივე ფლანგს.
    --------------------
    ჩამოერთვას რეალს 1939-75 წწ ყველა ტიტული, რომელიც მოპოვებულია სისხლისმსმელი დიქტატორი ტირანის გენერალი ფრანცისკო ფრანკოს მიერ.
    ფანი [?]
    #2 18 აპრილი 2022 15:26
    2
    ბარსა ბ-ს თამაშებს ვადევნებ თვალს და ცოდვაა მესამე დივიზიონში სათამაშოდ ასე რომ ჯობს იჯარით გაუშვან ესეც და ჟუტგლაც
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 აპრილი 2022 14:01
    4
    მომკალით და ამ ბიჭს მართლა აქვს პოტენციალი, ტექნიკურია, ბურთთან კარგად მოქმედებს, დასრულებაში ტიპიური დემბელეა მაგრამ რომელიმე კარგ გუნდში მაგრად დაიხვეწება, სწორია რომ არ ყიდიან.