როდის დაბრუნდებიან ჟერარ პიკე და ანსუ ფატი?

როდის დაბრუნდებიან ჟერარ პიკე და ანსუ ფატი?

"ბარსელონას" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ანსუ ფატი და ჟერარ პიკე ლაზარეთში ჰყავს, თუმცა მათ მოეანზე მალე ვიხილავთ.

19 წლის თავდამსხმელი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპს გადის და მალე სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს. თავდაპირველი გათვლებით, ფატი 28 აპრილს, ევროპა ლიგის ნახევარფინალში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა "ბარსელონა" ტურნირს გამოეთიშა. ივარაუდება, რომ ანსუ "რაიო ვალიეკანოსთან" 24 აპრილს გასამართი მატჩისთვის უკვე მზადყოფნაში იქნება, თუმცა კლუბს გარისკვა მაინც არ სურს, ამიტომ, სავარაუდოდ, ის 1 მაისს, "მალიორკას" წინააღმდეგ დაბრუნდება.

რაც შეეხება პიკეს, 35 წლის მცველი, შესაძლოა, "კადისთან" ხვალ გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელდეს, თუმცა სამწვრთნელო შტაბს მისი დაჩქარება არ სურს, რის გამოც, სავარაუდოდ, ფეხბურთელი მომდევნო ტურის თამაშში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ დაბრუნდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 აპრილი 2022 22:08
    2
    პიკეს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩნდა ვინცაა დაცვისთვის.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 აპრილი 2022 17:52
    1
    მოკლედ როდისმე დაბრუნდებიანო, ასე მივხვდი.
    Culé [?]
    #2 17 აპრილი 2022 12:13
    1
    ფატი შეიძლება, რომ კიდე კაი ხანი დაასვენონ, მხოლოდ ლალიგაში ვართ და არც ჩემპიონობის შანსები გვაქვს, ასე რომ არ არის საჭირო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 აპრილი 2022 12:03
    5
    კუმანს ორივე ნათამაშები ეყოლებოდა🤣🤣, და თავიდან ჩააბრუნებდა ლაზარეთში ორივეს, კარგია ასე სიფრთცილე, მაინც ვერაფერს მოვიგევთ და რისკი არ გვიღირს