Marca ბარსელონას ტრანსფერებზე

Marca ბარსელონას ტრანსფერებზე

მადრიდული გამოცემა Marca "ბარსელონას" სატრანსფერო საკითხებზე ცნობებს ავრცელებს. 

🇳🇴 | ერლინგ ჰოლანდს "ბარსაში" თამაშის პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა, კატალონიელებს, ფინანსური კუთხით, "მანჩესტერ სიტისა" და "რეალისთვის" კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. 

"ლურჯ-ბროწეულისფერები" CVC-სთან შეთანხმებასა და სახელფასო ჭერის შემცირებაზე კვლავ მუშაობენ. ამ მომენტისთვის, ნორვეგიელის ტრანსფერი რთული ჩანს.

🇵🇱 | "ბლაუგრანას" რობერტ ლევანდოვსკი მოსწონს. ჟოან ლაპორტასა და პინი ზაჰავის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ "ბარსას" ჯერ არ გადაუწყვიტავს, ვეტერან მოთამაშეში დიდი თანხა გადაიხადოს თუ არა და არც ის, მოკლევადიან გამოსავალზე ფიქრი რამდენად სწორია.

"ბაიერნს" პოლონელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. 

🇵🇹 | რაფაელ ლეაუ ლაპორტას ფავორიტია, თუმცა, "მილანს" მისი გაშვება არ სურს და ფეხბურთელი იტალიურ კლუბში დარჩენასთან ახლოსაა.

🇺🇾 | "ბარსელონა" დარვინ ნუნიესს აკვირდება, მაგრამ, ის ძალიან ძვირი ღირს - "ბენფიკა" 75-დან 100 მილიონამდე მოითხოვს.

🇧🇷 | იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტიში" გადავა, შესაძლოა, გაბრიელ ჟეზუსმა კლუბი შეიცვალოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 16 აპრილი 2022 22:43
    1
    ლევანდოვსკი არა, ჰოლანდი არა, არ გვინდა არც ერთი
    ფანი [?]
    #3 16 აპრილი 2022 18:47
    3
    ახლა ნუნიეზისთვის გაიმეტეთ როგორმე 100 მილიონამდე. ეგრე ჰალანდი სამჯერ ძვირი ჯდება ყველაფრიანად და რავი :დდდ მოიჭირეთ ცოტა ქამრები წელზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 აპრილი 2022 18:21
    5
    გავარტყი სუყველას. ნუნიესი უმაგრესი ბიჭია. და რაც ჰოლანდს, მამამისს და მის აგენტს უნდა ვუხადოთ ჯობია რომ დავითრიოთ ეგ ბიჭი. სუამ წასვლამდე თქვა იყიდეთ ეგო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 აპრილი 2022 16:59
    0
    ლეაუმ გუშინაც გაიტანა. გენუასთან.