აინტრახტის წარმომადგენელი: ჩვენი ფანები ბილეთების ხელში ჩაგდებისას ყველაზე კრეატიულები არიან

"ბარსელონასა" და ფრანკფურტის "აინტრახტს" შორის გამართული მატჩისას "კამპ ნოუზე" დაფიქსირებულ უპრეცედენტო შემთხვევას გერმანული კლუბის წარმომადგენელი, ალექს ჰელმანი გამოეხმაურა:
იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალურად მხოლოდ 5000 ბილეთი მივიღეთ, სტადიონზე 25 000 გულშემატკივრის ხილვა ჩემთვის სიურპრიზი იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, "ბარსელონაში" ბევრი უარყოფითი აზრი გამოითქვა, თუმცა "ბარსა" დამნაშავე არაა.
ჩვენმა გულშემატკივრებმა ბილეთები ხელში დაუჯერებელი მეთოდით ჩაიგდეს, რასაც კლუბი ვერ გააკონტროლებს. ჩვენი ფანები ბილეთების მოპოვებისას ყველაზე კრეატიულები არიან. ეს ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.
ცნობისთვის, "აინტრახტის" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" სტუმარი გუნდის გულშემატკივართა დიდი რაოდენობა ვიხილეთ, რაც ცხადია, ატმოსფეროზეც აისახა და ფეხბურთელებს არ ჰქონდათ განცდა, რომ საკუთარ კედლებში თამაშობდნენ. ამასთან დაკავშირებით, "ბარსამ" აუცილებელ ზომებს მიმართა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]