ჟოან ლაპორტა და მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ

Sport-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჟოან ლაპორტა და მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ.
ამავე წყაროს ცნობით, გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ლაპორტამ ერლინგ ჰოლანდის შეძენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა - "ბარსელონა" ნორვეგიელის დარწმუნებას სპორტული პროექტით ცდილობს, რომლის ლიდერიც, შესაძლოა, სწორედ ერლინგი გახდეს.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, ფეხბურთელის აგენტმა ლაპორტას უთხრა, რომ ჰოლანდს "დორტმუნდის" დატოვება სურს, მაგრამ, ჯერ არ გადაუწყვეტია, მომავალ სეზონში რომელ კლუბში გადავა. გარდა ამისა, რაიოლამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად ფეხბურთელი მიიღებს.
ამასთან, მინომ ჟოანი გააფრთხილა, რომ "ბარსასთვის" ჰოლანდის გადაბირება რთული იქნება, რადგან, ეკონომიკური კუთხით, ისინი "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს" კონკურენციას ვერ გაუწევენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]