პოლონური მედია: ლევანდოვსკიმ ბაიერნს აცნობა, რომ ბარსელონაში გადადის

რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსელონასთან" ყველა დეტალი შეათანხმა და "ბაიერნსაც" აცნობა, რომ კარიერას კატალონიურ გუნდში განაგრძობს. ამ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონური TVP Sport-ის ინფორმაციით, ლევანდოვსკი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ "ბაიერნმა" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების აქტიური სურვილი არ გამოხატა. წყარო ლევანდოვსკის ძალიან ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 33 წლის თავდამსხმელს "ბარსელონას" ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ ჩართვა ჰქონდა. მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" აღმასრულებელ დირექტორს, ოლივერ კანს უკვე აცნობა, რომ ის "ბარსელონაში" გადადის.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. რობერტს "ბაიერნთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და "ბარსელონა" მიუნხენურ კლუბს უნდა მოელაპარაკოს, ეს კი მარტივი არ იქნება, რადგან ბოლო დროს "ბლაუგრანასა" და "რეკორდმაისტერს" ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. თუმცა, დიდი ალბათობით, ლევანდოვსკის გადაწყვეტილება "ბაიერნზე" დიდ გავლენას მოახდენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]