ბარსა ბ-ს ზედიზედ მეოთხე მოგება და ბრძოლა აღზევებისთვის

სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე "ბარსელონა ბ" კარგ ფორმაში შედის და ესპანეთის მე-2 დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლაში ერთვება.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის 24 ტურის შემდეგ სერჟი ბარჟუანის შეგირდები გასავარდნ ზონაში იყვნენ. ახლა კი, 31 ტურის შემდეგ, ისინი ზედა დივიზიონში გადასასვლელად იბრძვიან.
"ბარსა ბ-მ" ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ამჯერადაც 2-1. ახალგაზრდა კატალონიელებმა მე-2 ადგილზე მყოფ "ვილიარეალს" სძლიეს. თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა ფერან ჟუტგლამ. 23 წლის ფეხბურთელს ბოლო 12 თამაშში 8 გოლი დაუგროვდა, რისი წყალობითაც ის ბომბარდირთა დავაში ჩაერთო. პირველ ადგილზე მყოფ არიბასს ჟუტგლა ახლა მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.
წინ კიდევ 7 ტურია, "ბარსა ბ" კი ფლეი ოფის ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]